ანორთოსისის გულშემატკივრების საოცარი მხარდაჭერა გიორგი ლორიას!..

113

“ანორთოსისი” 23 სექტემბერს შვეიცარიაში, “ბაზელთან” ევროპალიგის მატჩის გასამართად გაემგზავრა. მანამდე, თემურ ქეცბაია გუნდს ბოლო ვარჯიში ჩაუტარა კვიპროსში, სადაც “ანორთოსისის” წევრებს და, პირადად, გიორგი ლორიას დიდი და სასიამოვნო სიურპრიზი ელოდათ…

“ბოლო ტურში “აპოლოთან” შეხვედრის შემდგომ აგორებულმა სკანდალმა გულშემატკივრები გააერთიანა. ისინი გუნდის ვარჯიშზე “ანტონის კარასის” კომპლექსში ორგანიზებულად შეიკრიბნენ. ხუთშაბათის ევრომატჩამდე “ანორთოსისის” ქომაგებმა, ბოლო საათების მოვლენების შემდეგ, მეკარე გიორგი ლორიას მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატეს – ეს იყო ნაბიჯი, რომელმაც გუნდის ქართველი ლიდერს მორალური მდგომარეობა და საბრძოლო სულისკვეთება უნდა გაზადოს”, – წერს გამოცემა “სიგმალაივი”.

იქვე გამოქვეყნებული ფოტოდან ჩანს, რომ “ანორთოსისის” მხარდამჭერებმა საგანგებოდ მეკარის უკანა ტრიბუნა შეავსეს, გამოფინეს ბანერები წარწერით – “ლორია” და სკანდირებდნენ – “ლორია! ლორია!”.

ადამიანის საქციელის შესაფასებლად ამაზე კარგი ბარომეტრი არ არსებობს. ასე რომ, წარმატებები ლორიას და მთლიანად “ანორთოსისს”, სადაც ქართველები თამაშობენ და რომელთა ბედი ჩვენთვის სულერთი ვერ იქნება.

შესაძლოა, ოდესღაც ლორიას თამაში ჩაუგდია, მაგრამ მის მიმართ “თამაშის გაყიდვის” ბრალდება არასოდეს გვსმენია. მეკარეები ასეთი მოძრაობებით პენალტის დამრტყმელებს ხშირად ატყუებენ და აბნევენ.

გაიხსენეთ, ფინეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან ჩვენი 21-წლამდელების მეკარე ლუკა გუგეშაშვილმა დაახლოებით იგივენაირად მიუთითა მასპინძელთა მოთამაშეს, რომელიც დაიბნა, გუგეშაშვილმა კი პენალტი მოიგერია. ასე რომ, ჩვენი სრული მხარდაჭერა გიორგი ლორიას, რომელსაც ბელარუსთან მატჩის წინ სიმშვიდე სჭირდება…

წყარო: lelo.ge

SHARE