ბორჯღალოსნები არგენტინელებს ზამთარში ეწვევიან

84

2020 წლის პირველ მატჩს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 17 იანვარს გამართავს. ბორჯღალოსნების მეტოქე არგენტინის „ა“ ნაკრები იქნება. ტესტ-მატჩი მარ-დელ-პლატაში, „ესტადიო ხოსე მარია მინელიაზე“ შედგება. ინფორმაცია თავდაპირველად უცხოურ მედიაში გავრცელდა, სადაც აღნიშნული ტესტ-მატჩი არგენტინის რაგბის კავშირის მაღალჩინოსანმა, გილერმო ვოლპონიმ დააანონსა.

როგორც ირკვევა, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებთან თამაში არგენტინული მხარის ინიციატივა იყო და შემოთავაზება საქართველოს რაგბის კავშირმა სწორედ მათგან მიიღო.

აღნიშნული მატჩის ჩანიშვნა დაადასტურეს საქართველოს რაგბის კავშირშიც.

„იაგუარები“ სამხრეთულ სუპერრაგბიში თამაშობენ და 2019 წლის ფინალში მხოლოდ ტიტულოვან „კრუსეიდერსთან“ დამარცხდნენ – 3:19.

წყარო: live.ge

SHARE