ბრაზილიას პარაგვაისთან გაუჭირდა

97

ჯგუფური ეტაპის შემდეგ ვითარება ისეთი იყო, წესით ბრაზილიას მეოთხედფინალში პარაგვაისთან პრობლემა არ უნდა შექმნოდა, მაგრამ საქმე სხვაგვარად მოტრიალადა.

აბა ვნახოთ: მასპინძელმა ბრაზილიამ 7 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. 3:0 მოუგო ბოლივიას, 0:0 ეთამაშა ვენესუელას და 5:0 გაანადგურა პერუ.

პარაგვაიმ კი მხოლოდ 2 ქულა მოაგროვა, მაგრამ პლეი ოფში მაინც მოხვდა. ედუარდო ბერისოს შეგირდებმა ყატართან (2:2) და არგენტინასთან (1:1) ფრედ ითამაშეს, კოლუმბიასთან კი 0:1 წააგეს. ბოლო ტურის წინ, პარაგვაელები ეკვადორი – იაპონიის მატჩის შედეგს ელოდნენ და მხოლოდ ფრის შემთხვევაში გადიოდნენ ჯგუფიდან. ასეც მოხდა, კონკურენტების შეხვედრა 1:1 დამთავრდა და პარაგვაი მეოთხედფინალში მოხვდა.

თამაში პორტუ ალეგრიში გაიმართა „არენა დე გრემიუზე.“ ბრზილიელები უპირატესობას ფლობდნენ, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს – გაბრიელ ჟეზუსმა ვერ გაიტანა ახლოდან, ვილიანმა კი ძელს გაარტყა ბურთი.

54-ე წუთზე ფირმინო დარჩა პარაგვაელთა მეკარე ხესუს ფერნანდესის პირისპირ და ის ფაბიან ბალბუენამ მოცელა. მსაჯმა ჯერ პენალტი დანიშნა და ბალბუენა გააფრთხილა, მაგრამ ვიდეოგამეორების ხილვის შემდეგ, თერთმეტმეტრიანი ჯარიმით შეცვალა და პარაგვაელი გააძევა.

მოკლედ, გოლი აღარ გასულა და მატჩისშემდგომი პენალტები დაინიშნა (პლეი ოფში, კოპა ამერიკაზე, დამატებითი დრო არ ინიშნება), რომელიც მასპინძლებმა უკეთ შეასრულეს. გამარჯვებისა „მანჩესტერ სიტის“ შემტევმა, გაბრიელ ჟეზუსმა გაიტანა.

ნახევარფინალში ბრაზილია, არგენტინა – ვენესუელას გამარჯვებულს შეხვდება.

ბრაზილია – პარაგვაი 0:0 (4:3 პენ.)

პენალტები: გომესი (0:0 მეკარე), ვილიანი – 1:0, ალმირონი – 1:1, მარკინიოსი – 2:1, ვალდესი – 2:2, კოუტინიო – 3:2, როდრიგო როხასი – 3:3, ფირმინო – 3:3 (ააცილა), გონსალესი – 3:3 (ააცილა), გაბრიელ ჟეზუსი – 4:3

ბრაზილია: ალისონი, დანი ალვეში (ლუკას პაკეტა 85), ტიაგუ სილვა, ფილიპე ლუისი (სანდრუ 46), მარკინიოსი, კოუტინიო, ალანი (ვილიანი 71), არტური, ფირმინო, გაბრიელ ჟეზუსი, ევერტონი

მწვრთნელი: ტიტე

პარაგვაი: ფერნანდესი, პირისი, გომესი, ალონსო, ბალბუენა, არსამენდია (ვალდესი 61), პერესი (როდრიგო როხასი 74), ორტისი, ალმირონი, სანჩესი (ესკობარი 78), გონსალესი

მწვრთნელი: ედუარდო ბერისო (არგენტინა)

მსაჯი: ტობარი (ჩილე)

გაფრთხილება: ფილიპე ლუისი (44), ფირმინო (47), არტური (47); არსამენდია (30), პირისი (34), ალონსო (37)

გაძევება: ბალბუენა (58)

 

წყარო: worldsport.ge

SHARE