გარდაცვლილ ქართველ მორაგბეს „გროლემ“ ღირსეული პატივი მიაგო

52

Federal 1-ის ბინადარი „გროლე“ 27 იანვარს ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მორაგბის, ბექა ბურდიაშვილის საპატივცემულოდ სპეციალური მაისურით ითამაშებს.

როგორც ფრანგული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ხვალ „ტარბის“ წინააღმდეგ შეხვედრაში გუნდი მოედანზე ბორჯღალით, ქართული წარწერით – „ძალა ერთობაშია“ და ბექას სახელით გავა.

თუმცა, ეს ყველაფერი არაა. „გროლეს“ ვებგვერდის ცნობით, ეს არ იქნება ერთჯერადი ნაბიჯი, არამედ, ბექას საპატივცემულოდ გუნდი სეზონის ბოლომდე ამ მაისურით ითამაშებს.

შეგახსენებთ, 27 წლის ბექა ბურდიაშვილი 27 იანვარს, საფრანგეთში ავტოავარიის შედეგად დაიღუპა.

SHARE