გელა კეტაშვილი: ჩვენმა ტექნიკამ იმათ ფიზიკას უნდა აჯობოს

139

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი მარ­ტის ბო­ლოს ბე­ლა­რუ­სის უპირ­ვე­ლეს გუნ­დ­თან თბი­ლის­ში უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს მატჩს ჩა­ა­ტა­რებს და გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, თბი­ლის­ში­ვე შეხ­ვ­დე­ბა კო­სო­ვო­სა და ჩრდ. მა­კე­დო­ნი­ას შო­რის გა­მარ­ჯ­ვე­ბულს. ეს იქ­ნე­ბა ფი­ნა­ლი, რომ­ლის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლუ­რი ეტა­პის საგ­ზურს მო­ი­პო­ვებს.

რა იქ­ნე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის კო­ზი­რი ამ თა­მაშ­ში? “ლე­ლომ” რამ­დე­ნი­მე კითხ­ვით მი­მარ­თა გე­ლა კე­ტაშ­ვილს, ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში ერ­თა­დერთ ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონს…

– ჩე­მი გან­წყო­ბა პო­ზი­ტი­უ­რია. მაქვს უდი­დე­სი იმე­დი, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი მო­ა­ხერ­ხებს ბე­ლა­რუ­სე­ბის და­მარ­ცხე­ბას. უფალ­მა გად­მოგ­ვ­ხე­და და მათ­თან მო­გე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ფი­ნა­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ი­მარ­თე­ბა. ეს ისე­თი შან­სია, რომ­ლის ხე­ლი­დან გაშ­ვე­ბა არაფ­რით შე­იძ­ლე­ბა და მჯე­რა, არც გა­ვუშ­ვებთ! ახ­ლა მთა­ვა­რია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლი ჯან­მ­რ­თე­ლად იყოს ამ თა­მა­შის­თ­ვის.

– რო­გორ თა­მაშს ელით ბე­ლა­რუ­სის ნაკ­რე­ბის­გან?

– გნე­ბავთ ამ­ჟა­მინ­დე­ლი ნაკ­რე­ბი ავი­ღოთ და გნე­ბავთ, ჩვე­ნი დრო­ის მინ­ს­კის “დი­ნა­მო” – ბე­ლა­რუ­სე­ბი ძა­ლის­მი­ერ, ფი­ზი­კურ მომ­ზა­დე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ ფეხ­ბურთს თა­მა­შო­ბენ. ისი­ნი რუ­სუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლის მიმ­დევ­რე­ბი არი­ან. ქარ­თ­ვე­ლებს კი ყველ­გან გვიც­ნო­ბენ, რო­გორც სამ­ხ­რე­თა­მე­რი­კუ­ლი სკო­ლის მიმ­დევ­რებს.

– …და რო­გორ ფიქ­რობთ, რა უნ­და იყოს ჩვე­ნი კო­ზი­რი 26 მარ­ტის შეხ­ვედ­რა­ში?

– მი­მაჩ­ნია, რომ ეს უნ­და იყოს ტექ­ნი­კა. ამ დროს უდი­დე­სი რო­ლი ეკის­რე­ბათ იმ ნა­ხე­ვარ­მ­ც­ვე­ლებ­სა და შემ­ტე­ვებს, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან ტექ­ნი­კუ­რე­ბი არი­ან. ჩვენ­მა ტექ­ნი­კამ იმათ ფი­ზი­კას უნ­და აჯო­ბოს. რა თქმა უნ­და, მთა­ვა­რი იქ­ნე­ბა კონ­ცენ­ტ­რა­ცი­აც პირ­ვე­ლი­დან ბო­ლო წუ­თამ­დე, მო­დუ­ნე­ბა არაფ­რის­დი­დე­ბით არ შე­იძ­ლე­ბა!..

– ცხა­დია, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის­თ­ვის გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძის დაბ­რუ­ნე­ბა…

– რა თქმა უნ­და! ყვე­ლამ ვნა­ხეთ, რო­გორ შე­უძ­ლია თა­მა­ში გი­ორ­გის და რას ნიშ­ნავს ის ჩვე­ნი გუნ­დის­თ­ვის…

– რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ში­ნა­უ­რი კედ­ლე­ბის ფაქ­ტო­რი?

– ბუ­ნე­ბე­რი­ვია, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, მე ვიტყო­დი – უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი. ცო­ტა ხნის წინ ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში მი­მიწ­ვი­ეს. იქაც ვთქვი და ახ­ლაც უნ­და გა­ვი­მე­ო­რო: მინ­და, გულ­შე­მატ­კი­ვარს მო­ვუ­წო­დო, და­ვი­რაზ­მოთ და ერ­თად მი­ვი­დეთ სტა­დი­ონ­ზე. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებს ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა.

წყარო: lelo.ge

SHARE