გიორგი დევდარიანი: ძალიან არ მინდა ამის თქმა, მაგრამ…

126

ყველა ძალიან დაგვამწუხრა “საბურთალოსა” და “არარატარმენიას” მატჩის შედეგმაგულშემატკივარმა ძალიან მტკივნეულად აღიქვა ეს მარცხიფაქტიამოხდა ის, რასაც არ ველოდით და “გამოუსწორებელ ოპტიმისტებს” გონებით უკვე წარმოგვედგინა “საბურთალო” პლეი ოფში “დუდელანჟთან” და მერე უკვე

მოკლედ, არ მოხდა ისე, როგორც თითოეული ქართველი ქომაგი ისურვებდა. ჩვენ მოვისმინეთ მთავარი მწვრთნელის შეფასება, სოცქსელებში მოსაზრებებს გამოთქვამენ გულშემატკივრების…

მაგრამ საინტერესოა, რას ფიქრობს ის ხალხი, ვინც უფრო ღრმადაა ჩახედული ამ საქმეში და ვინც ცოტა ხნის წინ იმავე ქვაბში “იხარშებოდა”.

…გუშინ “ლელო” გიორგი დევდარიანს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა. დიახ, თავის დროზესწორედ დევდარიანი იდგა “საბურთალოს” დაარსების სათავეებთანის არასოდეს ერიდებასიმართლის თქმას და ამიტომაც მასთან საუბარი მუდამ საინტერესოა

– ალბათძალიან რთულიააიხსნას “საბურთალოს” წარუმატებლობის მიზეზირაც თვალის ერთიგადავლებით ჩანს, შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი ის არისრომ მეტოქე გუნდში ბევრილეგიონერი იყო და სწორედ მათ გადაწყვიტეს კიდეც თამაშის ბედიროგორ ფიქრობთლეგიონერებზე აქცენტის გაკეთება უპრიანი იქნება ჩვენს შემთხვევაში?

– რა თქმა უნდა, ლეგიონერებზე აქცენტის გაკეთება მისაღებია. ამას გვიჩვენებს ფეხბურთის განვითარების დინამიკა, მაგრამ… დავსვათ კითხვა – ჩამოვა კი საქართველოში სათამაშოთ ნორმალური ლეგიონერი იმ ხელფასზე, რომელსაც მას ჩვენ ვთავაზობთ?

– ბუნებრივია, მწვრთნელები და ფეხბურთელები თავიანთ წილ პასუხისმგებლობას ატარებენმაგრამ მარცხი, ალბათ, მხოლოდ მათი ბრალი არ არის

– გეთანხმებით, არასწორია მხოლოდ მწვრთნელებისა და ფეხბურთელებისკენ ხელის გაშვერა. მერწმუნეთ, გიორგი ჭიაბრიშვილზე მეტად არავინ სწუხს იმაზე, რაც მოხდა. ასევე ფეხბურთელებზე… დღეს მეც გიორგი ჭიაბრიშვილი ვარ!.. როცა რაღაც ისე ვერ მიდის, მეც მრცხვენია ქუჩაში გასვლის. შეიძლება, დღეს არ ვმუშაობ აქტიურად, მაგრამ რაც ქართულ ფეხბურთში ხდება, იმაში ჩემი წვლილიც ხომ არის?!

მე არ ვარ ჩასაფრებული და არც არასოდეს ვყოფილვარ. უბრალოდ, ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია. დონემ კი არ აიწია, არამედ, გუნდების კლასი გათანაბრდა… უჭირს უმაღლესი ლიგის რამდენიმე კლუბს. პირველ ლიგაში რაც ხდება, ეს კიდევ ცალკე თემაა. როგორც ვიცი, არიან გუნდები, სადაც რამდენიმე თვეა, არ დარიგებულა ხელფასი. არ აქვს მნიშვნელობა, რატომ ხდება ეს. ფაქტია თავად ცუდი.

საბოლოოდ ვიღებთ ისეთ სურათს, რომ მხოლოდ 3-4 კლუბი თამაშობს დღეს ჩვენთან ასე თუ ისე მისაღებ ფეხბურთს საერთაშორისო მასშტაბით. ეს საკმარისი არ არის.

აუცილებლად უნდა შევეხო კიდევ ერთ პრობლემას. ჯერ ისედაც არ არის ჩვენს ჩემპიონატში მაღალი ტემპი და მერე მსაჯები ძალიან ხშირად აჩერებენ თამაშს. მე არ ვიცი, რას ემსახურება ასეთი ხშირი გაჩერებები, რატომ ხდება ასე? ფაქტი ისაა, რომ ეს კიდევ უფრო აგდებს ტემპს…

არ ვიცი, რამდენია “არარატ-არმენიას” ბიუჯეტი, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რომ თითქმის სულ ლეგიონერები დარბოდნენ მინდორზე. პირობითად ერქვა სომხური გუნდი…

როცა ფეხბურთელი მინდორზე გადის, იკინძება ყველაფერი. მერე, რა ტაქტიკაც უნდა აირჩიოს მწვრთნელმა, ყველაფერი მაინც ფეხბურთელის გასაკეთებელია, მისი გასაკეთებელია ბოლო პასი და მისი გასატანია გოლი. ასეა.

– სამწუხაროამაგრამ თითქოს ჯადოსნურ წრეზე ვტრიალებთთავის დროზე, თქვენ მიერგაწვრთნილ “დილასაც” ჰქონდა ევროპალიგის ჯგუფში მოხვედრის შანსიგუნდი პლეიოფამდე მივიდა

– გეტყვით, მაშინ რა და როგორ იყო. ისე მოხდა, რომ ჩვენ მინდვრის 13 მოთამაშე გვყავდა. თამაშები არ გადაგვიდეს. “სიონთან” მატჩში ირაკლი მოდებაძემ ტვინის შერყევა მიიღო და გიორგი ილურიძე ავწიეთ წინ. ილურიძე დაიკარგა ჩვენთვის, როგორც შემტევი ნახევარმცველი და ვერ მივიღეთ ის, როგორც ფორვარდი. ეს წინასწარვე ვიცოდით, მაგრამ არ იყო სხვა გამოსავალი. მაშინ ჩვენ 600 ათასი გვქონდა ბიუჯეტი და ჯგუფში რომ შევსულიყავით, მე ვიტყოდი, რომ ეს იქნებოდა შემთხვევითი. ასეთი მწირი ბიუჯეტის მქონე კლუბს ევროპალიგის ჯგუფში არაფერი ესაქმება.

– თქვენ უცხოეთშიც იმუშავეთ. “ტრაბზონსფორში” შოთა არველაძის ასისტენტი იყავითზოგადადრამდენი უნდა იყოს საშუალოევროპულ დონესთან მიახლოვებული გუნდის ბიუჯეტირომელმაცყოველ წელს უნდა იბრძოლოს რომელიმე ევროტურნირის ჯგუფში შესასვლელად?

– მე რომ “ტრაბზონსფორში” ვმუშაობდი, კლუბის ბიუჯეტი იყო 200 მილიონი. გამოვეთიშეთ ევროთასებს, მაგრამ ეს ტრაგედიად არავის მიუღია. ეწყინათ, მაგრამ ერთი ამბავი არავის აუტეხავს. ზემოთ ლეგიონერები ახსენეთ. სამწუხაროდ, საქართველოში ლეგიონერები მოდიან მაშინ, როცა ისინი თავის ქვეყანაში არავის სჭირდება, ან მაშინ, როცა არის ახალგაზრდა და ჩვენთან უნდა დაიწყოს ფეხბურთის თამაში.

ჩვენი მთავარი უბედურება იცით, რა არის? მაგალითად, ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან კოხრეიძე, მალი, ლაკვეხელიანი, დიასამიძე და სხვები, ძალიან მალე მომწიფდებიან ევროპალიგაზე სათამაშოდ. ძალიან არ მინდა ამის თქმა, მაგრამ დიდი ალბათობით, ისინი იმ დროისათვის აღარ იქნებიან “საბურთალოში”. მერე რჩებიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ისევ უნდა მიიყვანო იმ დონემდე და მერე მათი წასვლა ხდება გარდაუვალი. ისევ და ისევ ფინანსებამდე მივდივართ. საჭირო რომ არ იყოს მილიონების დახარჯვა ფეხბურთში, არც არავინ დახარჯავდა…

აუცილებელია, რომ ყველა ქართულ კლუბში იყოს სტაბილური გარემო. ვერც ერთი და ვერც სამი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. ათივე გუნდის ფეხბურთელი მხოლოდ ფეხბურთზე უნდა ფიქრობდეს. ჩვენში კი ბევრს უჭირს. ფეხბურთელს ხელფასს რომ ვერ მისცემ, მას რა უნდა მოსთხოვო?! ცდუნების ალბათობა იზრდება. ვინ იცის, იქნებ ბავშვი ჰყავს საოპერაციო, იქნებ საჭმლის ფული არ აქვს, იქნებ კრედიტს ვერ იხდის…

– ისევ”საბურთალოთი” დავასრულოთ

– დავასრულოთ “საბურთალოთი”… მე ვფიქრობ, ამ გუნდს აქვს პერსპექტივა. წლეულს გამოცდილება დააკლდა. მაგრამ მჯერა, მომავალ სეზონში კიდევ უფრო გაზრდილი წარსდგება ევროთასებზე, როგორც გუნდი.

 

წყარო: lelo.ge

SHARE