გიორგი ლორია – მოახლოებულ მატჩებზე, კვარაცხელიაზე, მამარდაშვილზე…

46

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ანორთოსისის” მეკარე გიორგი ლორია “პირველი არხის” გადაცემა “ტაიმ-აუტს” ესტუმრა და  საინტერესო თემებზე ისაუბრა:

ანორთოსისის წარმატებასა და მომავალზე

– მიხარია, რომ 13 წლის შემდეგ გუნდს ტიტული მოვუპოვეთ. ძალიან დიდი განცდა იყო. თამაშამდე გულშემატკივრებმა ავტობანი გადაკეტეს და მათ პოლიციაც შეუერთდა. მატჩის შემდეგ კი მთელი ქალაქი ზეიმობდა ტიტულს ჩვენთან ერთად და კომენდანტის საათიც დაივიწყეს.

მე ხელშეკრულება კიდევ ერთი წელი მაქვს. სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება და ვნახოთ, მერე რა მოხდება.

მოახლოებულ ამხანაგურ შეხვედრებზე

– ნიდერლანდებთან მაგარი თამაში იქნება, რადგან არასოდეს შევხვედრივართ, რუმინეთთან კი ბოლოს წავაგეთ და იმედია, რევანშს ავიღებთ. ახლა მწვრთნელს უფრო მშვიდად მუშაობის საშუალება ექნება, რადგან უფრო ხანგრძლივი შეკრება გვექნება. სანიოლს შემტევი ფეხბურთი უყვარს და დამეთანხმებით, მისი მოსვლის შემდეგ პატარა გარდატეხა მოვახერხეთ.

გიორგი მამარდაშვილზე

– ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მამარდაშვილთან. უგუნდობის დროს „დინამოში“ ვვარჯიშობდი და მაშინ დავინახე, რამხელა ტალანტია. იმედია, გიორგის მალე ტოპ-კლუბში ვიხილავთ.

შესარჩევი შეხვედრები ბათუმში

– ვუყურებდი ბათუმში გამართულ მატჩს. რასაც ევროპაში მიჩვეული ვარ, ანალოგიური იყო და ძალიან მესიამოვნა, რომ იქ ვითამაშებთ, რადგან მგონია, რომ ასეთივე ვითარებაში ითამაშებს ნაკრები.

ხვიჩა კვარაცხელიაზე

ხვიჩა იმსახურებს ტოპ-ლიგაში თამაშს, რადგან ძალიან კარგი ფეხბურთელია.

წყარო

SHARE