გოგამ თაუნსა და გობერს აჯობა NBA-ში მე-7 ადგილზეა

52
“ინდიანა პეისერსის” ახალგაზრდა ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე ბლოკების სტატისტიკით NBA-ში მე-7 ადგილზეა და მე-6 ადგილზე მყოფი დუაიტ ჰოვარდი მხოლოდ ბლოკების რაოდენობით უსწრებს და არა საშუალოს გამოთვლით.
გოგა მატჩში საშუალოდ 2.3 ბლოკს აკეთებს. მან მხოლოდ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და პარკეტზე საშუალოდ მხოლოდ 14.2 წუთს ატარებს. გოგა, როგორც 2-ქულიანებს, ისე 3-ქულიანებს 50%-იანი სიზუსტით ისვრის, ხოლო საჯარიმოებს – 75%-ით.
ბლოკების კატეგორიაში პირველ ადგილზე დეანდრე აიტონი გახლავთ, თუმცა მას მხოლოდ 1 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მეორე ადგილზე მყოფ ენტონი დევისს (“ლოს ანჯელეს ლეიკერსი”) საშუალოდ 3 ბლოკი აქვს შეხვედრაში.
მე-3 ადგილზე “დალასის” ლატვიელი გიგანტი კრისტაპს პორზინგისი გახლავთ 2.7 ბლოკით. შემდეგ მოდიან ანდრე დრამონდი, ჯონათან ისააკი, დუაიტ ჰოვარდი და გოგა ბითაძე.
ქართველი ამ ჩამონათვალში, გარდა იმისა, რომ ყველაზე ახალგაზრდაა, ყველაზე ნაკლებ დროს ატარებს პარკეტზე. დუაიტ ჰოვარდი მასზე 7 წუთით მეტს თამაშობს, დანარჩენებს კი მინიმუმ 2-ჯერ მეტი სათამაშო დრო აქვთ. აღსანიშნავია, რომ გოგა ისეთ კალათბურთელებს სჯობს ბლოკებში, როგორებიც ლამარკუს ოლდრიჯი, დეანდრე ჯორდანი, რუდი გობერი, კარლ-ენტონი თაუნსი და თანაგუნდელი მაილს ტერნერი არიან.
აღსანიშნავია ის, რომ დებიუტანტებს შორის გოგა ბითაძე, ბუნებრივია, ბლოკებში პირველ ადგილზეა. ქართველი ცენტრი NBA-ს კარიერის საწყის 4 შეხვედრაში საშუალოდ 5.3 ქულასა და 4 მოხსნას აგროვებს.
წყარო: sportall.ge
SHARE