გოგა ბითაძეს ტვინის შერყევა აქვს…

59

“ვაშინგტონ უიზარდსთან” მოგებულ მატჩში გოგა ბითაძემ NBA-ს კარიერის რეკორდი დაამყარა – 20 წლის ქართველმა ახალბედამ 13 ქულა ჩააგდო. სამწუხაროდ, ის მომდევნო მატჩს, რომელიც შაბათს გამთენიისას “დეტროიტ პისტონსთან” გაიმართება, ტრავმის გამო გამოტოვებს.

საქმე ისაა, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში “ვაშინგტონის” კალათბურთელმა გოგას სახეში იდაყვი მიარტყა. “ინდიანას” სამედიცინო შტაბმა გოგას ტვინის მცირე შერყევა დაუდგინა და, მინიმუმ, ერთი მატჩით დასვენება გამოუწერა.

წყარო: lelo.ge

SHARE