გოგა ბითაძის დუბლი G ლიგაში

51

გიგა ბითაძემ ნბა-ს განვითარების ლიგაში მორიგი მატჩი გამართა და კვლავ შთამბეჭდავი სტატისტიკა დააფიქსირა.

ინდიანა პეისერსმა ქართველი ცენტრი მედ ანტსში კიდევ ერთხელ გუშინ გაანათხოვრა, რამდენიმე საათში კი, გოგა მოედანზე გავიდა და დელავერთან მოგებაში (136:102) დიდი წვლილი შეიტანა. ბითაძემ 34 წუთში 24 ქულა, 11 მოხსნა (4 შეტევაში), 4 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.

მან 13-დან 5 ორქულიანი, 7-დან 4 სამქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს და 5 პერსონალური ფოლი მიიღო.

ფორტ ვეინმა 17 მოგება და 16 მარცხი მოაგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 11 თებერვალს მეინ რედ კლოუსთან გამართავს.

თუმცა გოგა სავარაუდოდ ინდიანას დაუბრუნდება ბრუკლინთან მატჩისთვის, რომელიც ჩვენი დროით ხვალ გამთენიისას გაიმართება.

წყარო: lelo.ge

SHARE