(ვიდეო) გურამ თუშიშვილმა ტაშკენტის გრან პრი მოიგო

105

ტაშკენტის გრან პრი ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) მოიგო.

თუშიშვილი პირველ წრეში თავისუფალი იყო, შემდეგ კი ერთმანეთის მიყოლებით ყაზახ იერასილ ხაჟიბაევს, უზბეკ ალიშერ იუსუპოვს, უკრაინელ იაკივ ხამოს და უზბეკ ბეკმუროდ ოლტიბოევს სძლია და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა ლაშა ბექაური (90 კგ), რომელმაც ალჟირელი აბდერაჰმან ბენამადი, სომეხი არსენ ხანჟიანი და ბრიტანელი ჯამალ პეტრგოუ დაამარცხა; ნახევარფინალი რუსეთის წარმომადგენელ ჰუსენ ჰალმურზაევთან, მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი იაპონელ მაშუ ბაკერთან წააგო.
წყარო: sportall.ge
SHARE