„დინამომ“ ჩემპიონთა ლიგაზე „მარსელი“ დაამარცხა

52

თბილისის “დინამოს” წყალბურთელთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ფრანგულ “მარსელს” უმასპინძლა, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია.

ქართველებმა, რომლებშიც არაერთი გამოცდილი ლეგიონერია თავიდანვე ენერგიულად დაიწყეს, 3:0 დაწინაურდნენ და საბოლოოდ სამბურთიანი უპირატესობითაც მოიგეს – 15:12.

სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ამ ისტორიულ გამარჯვებას გულსემატკივარმა მხოლოდ ტელეეკრანიდან მიადევნა თვალი, რადგან კორონავირუსის გამო უმაყურებლოდ ჩატარდა.

წყარო: lelo.ge

SHARE