ტოჩინოშინმა ბრძოლა შემოატრიალა

64

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე საშემოდგომო სუპერტურნირზე მეხუთე ბრძოლა გამართა და მეორე მოიგო.

ლევანის მეტოქე მე-6 მაეგაშირა ტაკაიასუ იყო, რომელსაც ქართველმა ძალიან მძიმე ბრძოლაში მოუგო და აკი ბაშოზე რიგით მეორე გამარჯვება იზეიმა. მეტოქეს ცოტაღა აკლდა, რომ ტოჩინოშინი დოჰიოდან გადაეყვანა, თუმცა გორგაძემ ბრწყინვალე ილეთით ბრძოლა გამარჯვებამდე მიიყვანა.

ტოჩინოშინს აკი ბაშოზე 2 მოგება და 3 მარცხი აქვს. მისი მომდევნო მეტოქე მე-6 საჭიდაო დღეს სეკივაკე შოდაი იქნება.

წყარო: popsport.com

SHARE