ვაკო გვილიას წარმატებული დასაწყისი ახალ გუნდში

134

ვაკო გვილიას ვარშავის „ლეგიაში“ წარმატებული დებიუტი გამოუვიდა. პოლონური გუნდი ავსტრიაში შეკრებაზე იმყოფება, სადაც პირველი სპარინგი „პრიბრამის“ წინააღმდეგ ჩაატარა და 5:0 მოიგო.

გვილიამ მოედანზე მეორე ტაიმის პირველივე წუთიდან გამოჩნდა და მეტად ნაყოფიერი თამაშიც ჩაატარა. ჩვენებურმა ჯერ გოლი გაიტანა და ანგარიში 4:0 გახადა, ხოლო ბოლოს ასტიზს საგოლე პასი გაუკეთა და შეხვედრა გოლს+პასით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ ვაკო გვილია „ლეგიაში“ ცოტა ხნის წინ შვეიცარიული „ლუცერნიდან“ გადავიდა.

 

წყარო: worldsport.ge

SHARE