(ვიდეო) ბოლო 6 ბაშოზე პირველად – ტოჩინოშინმა კაჩი-კოში ანუ დადებითი ბალანსი გაიფორმა

47

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა დადებითი ბალანსი, კაჩი-კოში გაინაღდა. მან ივლისის ბაშოზე მე-13 შეხვედრა გამართა და მერვე გამარჯვება მოიპოვა.

ამჯერად მისი მოწინააღმდეგე 17 კილოგრამით მძიმე, 190 კგ-იანი ჩიომარუ იყო, რომელსაც ლევანმა თავიდანვე ჩასჭიდა ხელი ქამარში, დოჰიოს კიდესთან მიიყვანა და გაიმარჯვა.

ბაშოს მე-14 დღეს ტოჩინოშინი მეხუთე მაეგაშირა ჰოკოტოფუჯის შეხვდება.

წყარო: lelo.ge

SHARE