(ვიდეო) რა შემთხვევაში გახდება ტოჩინოშინი იოკოძუნა და როგორი ანაზღაურება აქვთ „დიდ ჩემპიონებს“

188

ივლისის ბაშო ქართველმა სუმოისტმა წარმატებულად დაამთავრა. მის ანგარიშზე 10 მოგებაა, 4 კი მარცხი. ლევანს არაერთხელ უთქვამს, რომ მისი მიზანი იოკოძუნად გახდომაა, რაც სუმოში უმაღლესი წოდებაა და მას ისეთი სუმოისტები ატარებენ, როგორებიც ამჟამად ჰაკუჰო და კაკურიუ არიან.

ტოჩინოშინი იმ შემთხვევაში გახდება იოკოძუნა, თუ ის ოძეკის ტიტულის მიღების შემდეგ, ზედიზედ ორ ბაშოს მოიგებს. ასევე შესაძლოა 1 ბაშოს მოგება და მეწორე ბაშოზე 13-2 ან 14-1 ბალანსიც საკმარისი აღმოჩნდეს. ეს ყველაფერი სუმოს მამებზეა დამოკიდებული.

აქვე გეტყვით, რომ იოკოძუნების საშუალო თვიური ხელფასი ¥2,820,000 იენია, რაც დოლარის კურსზე $24,250 გამოდის.

წყარო: esport.ge

SHARE