(ვიდეო) ტოჩინოშინის ბრწყინვალე ილეთი და გამარჯვება ოვაციების თანხლებით

123

13 ნოემბერს, კიუშუ ბაშოს მეოთხე საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ლევან გორგაძე მესამე მაეგაშირა ტაკარაფუჯის შეხვდა და კუბიჰინერის ილეთით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ეს ილეთი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა და დამსწრე საზოგადოებისგან ოვაციებიც დაიმსახურა.
ამ მოგების შემდეგ ქართველ ფალავანს ტურნირზე ბალანსი 2:2-ზე გაუხდა. შეგახსენებთ, რომ ოძეკის წოდების დასაბრუნებლად მას 10 გამარჯვების მოპოვება სჭირდება.
ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე პირველი მაეგაშირა დაიეიშო იქნება, ვისთანაც პირადი ბალანსი 6:3-ზე აქვს.
წყარო: sportall.ge
SHARE