ვინ მოიგებს, ტოჩინოშინი თუ ტკივილი? საინტერესო ფოტოები იაპონიიდან

275

იაპონიაში სუმოისტებს გრძელი თვე აქვთ, ისინი ოქტომბრის განმავლობაში თითქმის ყველა პროვინციას მოივლიან და ამ პერიოდში საჩვენებელ ბრძოლებსა და ვარჯიშებს მართავენ.

როგორც მოგეხსენებათ, ტოჩინოშინი იაპონიაში საკმაოდ პოპულარულია და ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს, რომ ოძეკის წოდება დაუბრუნდეს. ფოტო, რომელიც სტატიას ერთვის, იაპონურ მედიაში ქვეყნდება, როგორც “ტოჩინოშინი ტკივილის წინააღმდეგ”.

მოგეხსენებათ, ქართველ ფალავანს მარჯვენა მუხლის ტრავმა აწუხებს და მიუხედავად ამისა, ის უბრალოდ არ ჩერდება და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ნოემბრის ბაშოზე ფუკოაკოში ერთ-ერთი საუკეთესო იყოს.

ქალაქ იტოიგავაში ტოჩინოშინი საჩვენებელ ბრძოლებში არ/ვერ მონაწილეობდა, თუმცა მაყურებლის წინაშე კაკურიოსთან ერთად აქტიურად ვარჯიშობდა.
სუმოს საჩვენებელ ბრძოლებში ჯურიო ლიგის მებრძოლი გაგამარუც არის ჩართული, თუმცა მის შესახებ იაპონურ გამოცემებში ინფორმაცია ნაკლებად ვრცელდება.

 

Sportall.Ge

იაპონიაში სუმოს პოპულარობაზე ეს ვიდეოც დაგვემოწმება, სადაც ქალაქ იტოიგავაში რიგი დგას იმისთვის, რომ სუმოისტების ვარჯიში და მომზადება ნახონ.

 

გთავაზობთ ასევე რამდენიმე საინტერესო ფოტოს ქალაქ იტოიგავიდან, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

 

Sportall.Ge

 

სუმოისტებს ყოველთვის დიდი მოლოდინით ელიან…
 
Sportall.Ge

 

სანამ ვარჯიშები დაიწყება, მანამდე სხვადასხვა ტრადიციული რიტუალი სრულდება, მაგალითად, თმების დახვევა საჯაროდ.
 
Sportall.Ge
 
ტოჩინოშინის მსგავსად, ტკივილს ებრძვის ოძეკი ტაკაიასუც…
 
Sportall.Ge
 
რაც შეეხება იოკუძუნა ჰაკუჰოს, ის მშვენიერ ფორმაშია და მუდმივად ყურადღების ეპიცენტრშია, ის ხომ სუმოს სამყაროს ლეგენდაა…
 
Sportall.Ge
 
Sportall.Ge
 
Sportall.Ge
წყარო: sportall.ge
SHARE