ვლადიმირ ვაისი: ვფიქრობთ როგორ გავაძლიეროთ შეტევა… ნიკა კვეკვესკირი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო სიხაულით დაინგრეს!..

39

ვლადიმირ ვაისმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან 12 ნოემბრის მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. მას თან ახლდა ნიკა კვეკვესკირიც ესწრებოდა, რომელმაც ემოციური კომენტარები გააკეთა:

ვლადიმირ ვაისი: – დიდი მატჩია საქართველოსთვის, ამ თაობისთვის და ამით ჩემი მუშაობის 5-წლიანი ციკლი დასრულდება – ან მოგებით, ან წაგებით. ადრე რომ მკითხეს, ვის არ ვისურვებდი მეტოქედ, ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: ჩვენი ყველაზე დიდი მეტოქე კორონავირუსია. სამწუხაროდ, ამის გამო ორი მოთამაშე დაგვაკლდა. მაგრამ გუნდში სხვა კარგი ფეხბურთელებიც არიან, რომელებიც გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებენ…

– ორივე გუნდში არის დანაკლისი. მაგრამ ხვალ არ იქნება მხოლოდ ტაქტიკა, იქნება ყველაფერი კომპლექსურად, თამაშის ბედი სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით გადაწყება.

– კვარაცხელიას და შენგელიას არყოფნაში ვფიქრობთ, ვინ შეიძლება გააძლიეროს ჩვენი შეტევა. მაგალითად, მიქელთაძე… პაპუნაშვილი 2 წლის წინ კარგ ფორმაში იყო. მერე ბევრი პრობლემა შეექმნა, მაგრამ მას აქვს მომენტში თამაშის გადაწყვეტის უნარი. ამ პოზიციაზე შეიძლება ვათამაშოთ სხვა მოთამაშეები. შეტევაში საკმაოდ საინტერესო მოთამაშეები გვყავს. ვფიქრობ, ორივე ეს მოთამაშე მათ პოზიციაზე კარგად თამაშობს.

– ჩვენ ჩრდილოეთ მაკედონიას ორჯერ დავუპირისპირდით და მეტოქე ორივეჯერ სხვადასხვა ტაქტიკით გვეთამაშა. მთავარია სათამაშო დისციპლინაა. ეს ემოციური მატჩი იქნება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთით მეტი გოლი გავიტანთ. მჯერა, ხვალ ქართველ გულშემატკივარს დიდ სიხარულს მოვუტანთ.

ნიკა კვეკვესკირი: – ეს ოცნების თამაშია და ყველა ძალიან მონდომებულები ვართ, რომ გავიმარჯვოთ და ხალხი გავახაროთ. გულშემატკივარს უნდა ვაჩვენოთ ის ჟინი და ცეცხლი, რაც ფეხბურთელებშია! მართლა ცეცხლი გვიკიდია ფეხბურთელებს. მაგრამ თამაში რომ იწყება, ეს ნერვიულობა ქრება. ძალიან დაგვაკლდებიან კვარაცხელია და შენგელია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო სიხარულით დაინგრეს.

მათი ამბავი ადრე გავიგეთ – საწყენია, შენი მეგობრის აცრემლებულ თვალებს რომ უყურებ, რომელიც ოცნების თამაშს კორონავირუსის გამო ტოვებს. მაგრამ ტრაგედიას არ ვქმნით, რადგან ველოდით, რომ ასეთი დანაკლისები იქნებოდა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენს შეტევით პოტენციალს ეს ამცირებს. მაგრამ მჯერა, სწორი თამაშით და თავდადებით შედეგს მივაღწევთ.

საქართველოს ნაკრები გუნდურ ფეხბურთს აჩვენებს. ვლადიმერ ვაისის ფორმაციის გუნდს გუნდურობა ახასიათებს და ესაა ჩვენი პლუსი. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გვაკლია ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი, ანანიძე, მჭედლიძე… აქამდე მოსვლაში მათ დიდი როლი ითამაშეს.

წყარო: lelo.ge

SHARE