ვლადიმირ ვაისი: ჩვენმა ფეხბურთელები 110%-ით დაიხარჯეს; მიკ მაკარტი: ფრეს ცუდ შედეგად არ ვთვლი

410

12 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებმა ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლა და ფრე 0:0 ეთამაშა. შეხვედრის შემდეგ მთავარმა მწვრთნელებმა მიკ მაკარტიმ და ვლადიმერ ვაისმა ისაუბრეს.

მიკ მაკარტი:

– ჩვენთვის მოპოვებული ქულა არ არის საუკეთესო შედეგი, თუმცა არ არის ცუდი. საქართველოს ნაკრებს ბურთის ფლობაში უპირატესობა ჰქონდა, თუმცა ჩვენს კარებთან სახიფათო მომენტები არ ყოფილა.

ჩვენ გვქონდა რამდენიმე კარგი მომენტი რომელიც ვერ გამოვიყენეთ და ვერ შევცვალეთ მატჩის სცენარი.

რომ გეთქვათ საკვალიფიკაციოს წინ, რომ საქართველოსთან ოთხ ქულას მოიპოვებო მე დავთანხმდებოდი. ამიტომ არ ვთვლი, დღევანდელ ფრეს ცუდ შედეგად.

შეიძლება სამი ქულის ვერ აღებით, ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდეთ. ჩვენ ვეთამაშებოდით გუნდს, რომელსაც დასაკარგი არაფერი ჰქონდა და ერთა ლიგის ფინალშია, შესაბამისად მათ ნაკლებად ფრთხილი ტაქტიკა აირჩიეს.

რა თქმა უნდა შეგვეძლო უკეთესად გვეთამაშა, განსაკუთრებით ბურთის ფლობის ასპექტში. ჩვენ სტუმრად საკმაოდ ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ და ვერ ვიტყვი რომ გულდაწყვეტილი ვარ.

ვლადიმირ ვაისმი:

–  ვფიქრობ, გულშემატკივარმა საკმაოდ კარგი თამაში იხილა, მიუხედავად იმისა რომ გოლები არ ყოფილა. ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს შეხვედრა მოგვეგო მაგრამ არ გამოგვივიდა.

ეს იყო მაღალი ხარისხის თამაში, რომელშიც ორი საკმაოდ გამოცდილი გუნდის  ფეხბურთელები უპირისპირდებოდნენ. ნამდვილად არ იგრძნობოდა, რომ ირლანდიის რომელიმე ფეხბურთელი ჩვენსას აღემატებოდა.

საბოლოოდ ეს იყო შეხვედრა დიდი შანსების გარეშე, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ. მე გუშინ ვთქვი, რომ 120 პროცენტი იყო საჭირო ამ შეხვედრის მოსაგებად, ჩვენმა ფეხბურთელებმა კი 110%-ით დაიხარჯეს.

ირლანდიელთა შემადგენლობაში ბრწყინვალედ ითამაშა შეინ დაფმა, რომელმაც თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა. მე ვფიქრობ თამაშის სცენარიდან გამომდინარე, ფრემ ირლანდიელებიც დააკმაყოფილა, რადგან შეხვედრის ბოლოს დროის გაყვანაზე თამაშობენ.

ვაკო გვილია განაცხადში იმიტომ არ იყო, რომ ის ტრავმირებულია მას კუნთი აწუხებს. ის შემდეგ შეხვედრაშიც არ იქნება. რაც შეეხება ოთარ კიტეიშვილს აქვს მიკრო ტრავმა, მაგრამ ის ჩვენთან ერთად იქნება გიბრალტარში.

დაგვაკლდა რა თქმა უნდა გოლი, ცოტა ხარისხი გვაკლია საჯარიმოში. ვერ ვიტყოდი, რომ ვინმემ ცუდად ითამაშა, თუმცა გვჭირდება გაცილებით მეტი აგრესია. განსაკუთრებით უნდა შეგვეძლოს სტანდარტული მდგომარეობის კარგად გამოყენება.

ოთარ კიტეიშვილი საუკეთესო იყო მოედანზე, ორივე გუნდის შემადგენლობაში. ამავდროულად სხვა ფეხბურთელებმაც საკუთარი თავი მაქსიმალურად გამოავლინეს და მე თითოეული მოთამაშით კმაყოფილი ვარ.

მართალია პირველად ათი წლის წინ დავუპირისპირდი ირლანდიას, როცა სლოვაკეთის მწვრთნელი ვიყავი. ირლანდიას ყოველთვის სიმპათიური ნაკრები ჰყავდა, კარგი მწვრთნელებით. ვფიქრობ რთული იქნება დანიასთან და შვეიცარიასთან ირლანდიელთა ჭიდილი, თუმცა მინდა წარმატება  და ევროპის ჩემპიონატზე თამაში ვუსურვო.

დღეს, უფრო პირველი ნომრით ვთამაშობდით და ამიტომ არ შემოვიყვანე საბა ლობჟანიძე, რადგან ის არის სწრაფი ფეხბურთელი და როცა ვთამაშობთ დაცვით ტაქტიკას, მას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თუმცა ამ წუთას შენგელიას და ელგუჯა ლობჟანიძის გმაოყვანა ვამჯობინე.

წყარო: sportall.ge

SHARE