თორნიკე შენგელიას ვერ აჩერებენ

69

ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი ეფექტური მატჩი გამართა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 26 ქულა ჩააგდო. თოკომ 16-დან 8 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი, 11-დან 7 საჯარიმო გამოიყენა. საბოლოოდ, 26 ქულა, 8 მოხსნა და 2 პასი 35 წუთში მოაგროვა.

ცოტა არ იყოს, გასაკვირია – ესოდენ კარგი შემადგერნლობის “ბასკონიას” ბოლოდროინდელი წარუმატებლობა. ევროლიგაზე ბასკები ისრაელის “მაქაბისთან” შერცხვნენ, ამჯერად კი, ესპანეთის ჩემპიონატში ისევ შინ “ფუენლაბრადასთან” დამარცხდნენ – 80:92.

როგორც ჩანს, დაცვაში პრობლემებია, რაც მთავარი მწვრთნელის, ველიმირ პერასოვიჩის მისახედია.

“ბასკონიას” შიდა ასპარეზზე 4 მოგება, 5 წაგება აქვს და ხუთ გუნდთან ერთად მეათე-მეთოთხმეტე ადგილებს ინაწილებს. უახლოესი მატჩი ევროლიგაზე, 20 ნოემბერს შინ, ცსკა-სთან ელის.

წყარო: lelo.ge

SHARE