თორნიკე შენგელია ევროლიგის სიმბოლურ ხუთეულში

80

პოპულარულმა გამოცემა Eurohoops-მა „ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია ევროლიგის მიმდინარე სეზონის სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანა.

„თორნიკე შენგელია მიმდინარე სეზონში „ბასკონიაში“ მართლაც შესანიშნავად თამაშობს. მას MVP-ის ტიტულისთვის ბრძოლაც შეუძლია, უფრო კარგ გუნდში რომ იყოს. მაგრამ „ბასკონიას“ ცუდი თამაშის მიუხედავად ის შესანიშნავია. თუმცა, ესპანური გუნდის ცუდი თამაშის გამო მისი შესრულება მეორე პლანზე იწევს. ყველაფერს აკეთებს, რომ მისმა გუნდმა მოიგოს, კარიერაში საუკეთესო სტატისტიკური სეზონი აქვს, თამაშის ბოლომდე საოცრად იბრძვის. სეზონში ქულების და მარგი ქმედების საშუალო მაჩვენებლით მეექვსეა. შეიძლება არასწორად ჩათვალოთ მისი ხუთეულში ყოფნა, მაგრამ შენგელიას თამაშიდან გამომდინარე სხვაგვარად არ შეიძლება“, – წერს გამოცემა.

მიმდინარე სეზონში თორნიკე შენგელია ევროლიგაში საშუალოდ 30:24 წუთში 15.9 ქულას, 5.6 მოხსნას, 2.9 პასს, 1 ჩაჭრასა და 0.5 დაფარებას აგროვებს, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 18.5-ს უტოლდება.

Eurohoops-მა ქართველის გარდა სიმბოლურ ხუთეულში ფაკუნდო კამპაცო, ნიკოლა მიროტიჩი, მაიკ ჯეიმსი და შეინ ლარკინი მოხვდნენ.

წყარო: worldsport.ge

SHARE