(ვიდეო) იაპ სტამი: მეტოქემ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა

35

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში “ფეიენოორდი” თბილისის “დინამოს” დაუზავდა (1:1), შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კი სტუმართა გუნდის მწვრთნელმა იაპ სტამმა მოკლე რეზიუმე გააკეთა:

“დღევანდელი თამაში არ იყო ადვილი, მინიმუმ ფრე გვინდოდა და ამისთვის უშეღავათო ბრძოლა მოგვიწია, მეტოქემ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა.

მოედანზე მუდამ მოსაგებად გავდივართ. ჩვენ არ ვთვლიდით, რომ მარტივი მოწინააღმდეგე გვეყოლებოდა. ვაცნობიერებდით, რომ მეტოქე ბევრ დაბრკოლებას შეგვიქმნიდა. ვერ გამოვიყენეთ მომენტები და მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ. მხოლოდ ერთ რა

მეზე მწყდება გული, რომ მატჩის მოსაგებად ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად ვერ გამოვიყენეთ.

მე არც ვიცოდი ის ისტორიული მატჩი და არც არანაირი რევანშის სურვილი გვქონდა, ჩვენი მიზანი მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გასვლა იყო.

შენგელია ძალიან კარგი ფეხბურთელია, თუმცა მე გუნდში სხვა სტილის ფეხბურთელები მყავს. ჩვენ ნანახი გვაქვს თქვენი თამაშები, ყურადღებას ვაქცევდით იმ მოთამაშეებს, რომლებსაც შეიძლება ხიფათი შეექმნათ. ზოგადად „დინამოს“ სხვა ფეხბურთელებიც ძალიან მომწონს. ჩვენ გუნდში ადგილი არ გვაქვს და ამიტომ შენგელიაზე ვერ ვიფიქრებდით, თუმცა ამავდროულად სხვა ფეხბურთლებზეც მინდა აღვნიშნო, რომ ტექნიკურები და სწრაფები არიან”.

წყარო: sportall.ge

SHARE