კვირკველიას არყოფნაში „ლოკომოტივმა“ უკანასკნელი 10 წლის ანტირეკორდი დააფიქსირა

74
ხაბი ალონსოს, რომელიც “რეალ სოსიედადის” მეორე გუნდს წვრთნის, თავისი კარიერის განმავლობაში ბევრ დიდ მწვრთნელთან უმუშავია. ფრანგულ გამოცემა L’Equipe-თან საუბარში რამდენიმე მათგანზე გააკეთა კომენტარი და 2019 წლის საუკეთესო მწვრთნელიც დაასახელა.
“ეჭვგარეშეა, საუკეთესო მწვრთნელის ტიტულს 2019 წელს იურგენ კლოპი იმსახურებს. მას დიდი ქარიზმა აქვს. კარგად ხედავთ, როგორი დამოკიდებულება აქვს თავისი ფეხბურთელების მიმართ თამაშის ბოლოს. ეს ძლიერი ემოციური კავშირი იმ ურთიერთობიდან გამომდინარეობს, როგორის შექმნაც კლუბში სურს.
ამ თვისების ქონა მწვრთნელისთვის დიდი განძია. იგივე რამ ძალიან კარგად ესმით ხოსეპ გვარდიოლასა და რაფაელ ბენიტესს, ასევე, სხვა რამდენიმე სპეციალისტს.”

ხაბი ალონსო მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანსაც შეეხო და ისაუბრა იმაზე, თუ როგორ აღაფრთოვანებდა ის, როგორც ფეხბურთელი და როგორც მწვრთნელი.

მოსკოვის “ლოკომოტივი” რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში, საშინაო არენაზე თანაქალაქელ “დინამოსთან” დამარცხდა – 1:2 და აღნიშნული შეხვედრა ჩემპიონატში მე-14 მატჩი იყო, რომელშიც “რკინიგზელებმა” გოლი გაუშვეს. ასეთი ცუდი მაჩვენებელი “ლოკოს” ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ჰქონდა.
18-დან მხოლოდ 4 მშრალად შენახული მატჩი ძალიან ბევრ რამეს ამბობს “ლოკომოტივის” დაცვის ხაზზე, თუმცა იური სიომინი მაინც არ ათამაშებს საბა კვირკველიას.
“ცოტა დრო მოგვეცით. “ლოკომოტივი” ბოლო დროს ძალიან ბევრს უშვებს, თუმცა პრობლემა მხოლოდ ფსიქოლოგიური არაა. შეცდომები, რომლებსაც ვუშვებთ, დაღლილობის მაღალ დონესთან არის დაკავშირებული. ამის გამო, ფეხბურთელები ხშირად არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ”, – აღნიშნა მოსკოველთა მთავარმა მწვრთნელმა.
წყარო: sportall.ge
SHARE