კლოპმა გვარდიოლა აღიარა

56
“ლივერპულის” მენეჯერმა იურგენ კლოპმა “მანჩესტერ სიტის” მწვრთნელი პეპ გვარდიოლა აქო.
“გვარდიოლას დიდ პატივს ვცემ. ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და ჩემთვის კვლავ მნიშვნელოვანია მასთან მეტოქეობა.
ჩემთვის ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია. ჩვენ მისი გუნდის დამარცხების შანსი გვაქვს. ეს რთული, მაგრამ რეალურია. მისადმი მხოლოდ პატივისცემის გრძნობა მაქვს”, – განუცხადა კლოპმა Sky Sports-ს.
“ლივერპული” პრემიერლიგის ლიდერია, მეორეადგილოსან “მანჩესტერ სიტის” 6 ქულით უსწრებს და 10 ნოემბერს უმასპინძლებს.
წყარო: sportall.ge
SHARE