ლანჩხუთის მეტოქე ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში ცნობილია

67

რამდენიმე დღის წინ “ლანჩხუთმა” ქართული ფეხბურთის ისტორია დაწერა – ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა ქალთა გუნდმა სტუმრად “ოლიმპია კლუჟი” 0:1 დაამარცხა. “ლანჩხუთი” გახდა პირველი ქართული კლუბი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე გავიდა.

დღეს კი ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის წილისყრა გაიმართა, სადაც “ლანჩხუთის” მეტოქე გახდა ცნობილი. გურული ქალბატონების მეტოქე შვედური “როსენგარდი” იქნება.

1/16 ფინალური ეტაპზე 2 მატჩიანი დუელი შედგება და “ლანჩხუთი” პირველ მატჩს საქართველოში ითამაშებენ, მეორე მატჩს კი შვედეთში.

ჯერჯერობით უცნობია თუ რომელ სტადიონზე შედგება ეს მატჩი, თუმცა სავარაუდოდ ამ მატჩს “მიხეილ მესხის” არენა უმასპინძლებს.

პირველი დაპირისპირება 9/10 დეკემბერს თბილისში გაიმართება, საპასუხო მატჩი კი 16/17 დეკემბერს შვედეთში.

ლანჩხუთის მეტოქე ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში ცნობილია 1

წყარო: live.ge

SHARE