ლევან კობიაშვილი: დაძაბულობა ხარისხს არ ნიშნავს

78

ეროვნული ლიგის ბოლო ტურში თბილისის “დინამოსა” და “ვიტ ჯორჯიას” (2:0) შეხვედრას ესწრებოდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, რომელმაც ქვეყნის ახალ ჩემპიონს ოქროს მედლები და საჩემპიონო ფარი გადასცა, მედიასთან კი განვლილი სეზონი შეაჯამა.

“უპირველესად, თბილისის “დინამოს” გამარჯვებას ვულოცავ, რომელიც ბოლო წლებში ჩემპიონობის მოპოვებას ვერ ახერხებდა და გუნდისთვის ეს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან პირველ ადგილზე გავიდა, გამოდის, მან ეს დაიმსახურა. საერთოდ, საკმაოდ ბევრი პოზიტივი გვქონდა და მგალითად ბათუმის “დინამო” გამოდგეა. მიმაჩნია, რომ კარგი ჩემპიონატი გამოგვივიდა”, – ამბობს კობიაშვილი.

სფფ-ის პრეზიდენტმა ჩემპიონატის პლუს-მინუსებზეც ილაპარაკა და თქვა, რომ  ჩემპიონატში დაძაბულობის ზრდა ახარებს, თუმცა…

“ჩემპიონატი დაძაბული იყო და ეს კარგია. მაგრამ დაძაბულობა ხარისხს არ ნიშნავს და ამ კუთხით ყველას სამუშაო გვქს, მათ შორის, კლუბებსაც. უფრო მეტი გვსურს – ჩემი და ჩემი გუნდის დიდი სურვილია, უფრო ძლიერი გუნდები გვყავდეს და მომავალში გულშემატკივრებს უფრო უკეთესი ჩემპიონატი შევთავაზოთ. იმის იმედიც მაქვს, რომ მომავალში ევროსარბიელზე გასული გუნდები უფრო ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტდებიან, რადგან ისინი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარმოადგენენ”.

წყარო: lelo.ge

SHARE