ლევან შენგელია: „დღევანდელმა თამაშმა მოგვცა იმის საშუალება, რომ უკვე გაბალაზე ვიფიქროთ“

64

“დინამო თბილისის” ერთ–ერთმა ლიდერმა ლევან შენგელიამ ევროპა ლიგაზე მოგებული 6:0 მატჩი შეაფასა. (გოლები)

“დღევანდელმა თამაშმა მოგვცა იმის საშუალება, რომ უკვე შემდეგი ეტაპის მატჩისთვის ვიფიქროთ, რადგან დამაჯერებლად მოვიგეთ.

ენგორდანთან განმეორებით მატჩში, ტრავმის ასარიდებლად, რამდენიმე ფეხბურთელი დაისვენებს და იქაც მოსაგებად ვიბრძოლებთ”, – განაცხადა შენგელიამ.

ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა ზუსტად ერთ კვირაში გაიმართება.

წყარო: goal.ge

SHARE