ლიონელ მესის ინტერვიუ – „ბარსელონადან“ წასვლაზე, ნეიმარზე, VAR-სა და ღმერთზე

81
“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ იმ სიტყვების მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვით, გულშემატკივრები მას ღმერთს ეძახიან და ასევე, საინტერესო თემებზე ილაპარაკა.

 

“ეს არ მაწუხებს, მაგრამ ეს არ მომწონს. პატივისცემით ვეკიდები იმას, რომ ადამიანები ამას ბოროტად არ გულისხმობენ, მაგრამ ეს გაზვიადებაა.

 

მით უმეტეს, რომ ჩემი შვილები ამ ყველაფერს ისმენენ და იმეორებენ. ეს არ არის კარგი, რომ მათ ამის მოსმენა უწევთ”, – თქვა მესიმ El Mon a RAC1-თან ინტერვიუში.

 

კლუბიდან წასვლაზე

“იყო დრო, როცა გარკვეული სიტუაციიდან გამომდინარე, თავს ბოლომდე გამოცლილად ვგრძნობდი. მქონდა გარკვეული პრობლემები საგადასახადოსთან, განსაკუთრებით, 2013-დან 2014 წლამდე.

 

ეს რთული პერიოდი იყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. ადამიანებმა არ იციან, მაშინ რა ხდებოდა. ჩემი შემთხვევა პირველი იყო, ამიტომ იყო ასე რთული.

 

კიდევ კარგი, მაშინ ჩემი შვილი სულ პატარა იყო და არაფერი ესმოდა. ეს რთული პერიოდი იყო.

 

მაშინ ვფიქრობდი, რომ წავსულიყავი, მაგრამ იმიტომ არა, რომ “ბარსელონა” დამეტოვებინა, არამედ იმის გამო, რაც ხდებოდა”, – აღნიშნა მესიმ.

 

მესი ნეიმარზე

“გულწრფელად ვფიქრობდი, რომ ზაფხულში ნეიმარი “რეალში” წავიდოდა, თუ ჩვენთან არ გადმოვიდოდა.
მას ნამდვილად სურდა პსჟ-ის დატოვება, ცვლილებები სურდა და ფიქრობდა, რომ ფლორენტინო პერესი რამეს მოიმოქმედებდა მის გადასაბირებლად.”

 

VAR-ზე

“მომწონს VAR-ი, მაგრამ მაინც არსებობს ბევრი გაურკვეველი მომენტი, სისტემას კარგად ვერ იყენებენ.

 

თამაშის შესახებ შესაძლოა ბევრი აზრი არსებობდეს. გაჩნდა VAR-ი, მაგრამ უთანხმოება კვლავ რჩება. VAR-ი იმისთვის არის საჭირო, რომ ყველა ეჭვი გაფანტოს, მაგრამ ეს ჯერჯერობით არ ხდება”, – თქვა მესიმ.
წყარო: sportall.ge
SHARE