მას პუტინის შურისძიების ეშინია!

108

მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელი და WADA-ს ინფორმატორი გრიგორი როდჩენკოვი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნს აანონსებს.

ამჟამად ის რუსეთიდან გაქცეულია და აშშ-ში, მოწმეების დაცვის პროგრამით ცხოვრობს. კამერების წინ საკმაოდ იშვიათად ჩნდება, თუმცა მუდმივად იცავს უსაფრთხოების წესებს.

გრიგორი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც რუსულ დოპინგ-სისტემაზე ისაუბრა. სკანდალი იმხელა იყო, რომ რუსეთი ოლიმპიადიდან მოკვეთეს. როდჩენკოვს იმდენად ეშინოდა შურისძიების, რომ ქვეყნის დატოვება მოუწია, თანაც ისე, რომ ცოლ-შვილის გამოყვანა ვერ მოასწრო. მას შემდეგ უკვე 4 წელი გავიდა და ოჯახის წევრები აღარასდროს უნახავს. თუმცა გრიგორის გაქცევა, შესაძლოა, სავსებით ლოგიკური იყო, რამდენადაც იმავე წლის თებერვალში რუსადას ხელმძღვანელები, ვიაჩესლავ სინევი და ნიკიტა კამაევი, გულის შეტევებით (ორივე) გარდაიცვალნენ.

არის მოსაზრება, რომლის მიხედვით, გრიგორის პლასტიკური ქირურგიის ჩარევით შეუცვალეს გარეგნობა, აათვისებინეს ახალი ჟესტები და სრულიად სხვა საქციელის მოდელი ჩამოუყალიბეს.

ყველა ინტერვიუში ის შენიღბული გამოდის: ფარავს ფანჯრებს, იკეთებს გრიმს, სათვალეს, იფარებს ქუდს და აქვს ნიღაბი.
30 ივლისს გამოვიდა როდჩენკოვის ავტობიოგრაფიული წიგნი: “როგორ გავანადგურე პუტინის საიდუმლო დოპინგ-იმპერია”.
წყარო: sportall.ge
SHARE