მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ჰყავს

135

კალათბურთში მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები გახდა, რომელმაც, მოულოდნელად, იოლად დაამარცხა არგენტინა.

ფინალის წინ ძალიან რთული იყო რომელიმე გუნდისთვის უპირატესობის მინიჭება. ნახევარფინალში არგენტინამ ფანტასტიკური დაცვის წყალობით მოახერხა საფრანგეთის ნაკრების იოლად დამარცხება, ესპანეთს კი ორი ოვერტაიმი დასჭირდა ავსტრალიასთან მოსაგებად.

ამიტომაც, პირველი რიგში, გასარკვევი იყო, რამდენად მოახერხა ესპანეთის ნაკრებმა მძიმე ნახევარფინალის შემდეგ აღდგენა. როგორც გაირკვა, შესანიშნავად. ესპანელებმა შეხვედრა 7:0 გაქცევით დაიწყეს და პრაქტიკულად, მთელი მატჩი უკან აღარ მოუხედავთ.

ესპანეთის ნაკრების ნებისმიერი კალათბურთელი თავის მეურვეზე ძლიერი იყო. შესანიშნავი გუნდური თამაშის წყალობით, ანგარიშში სხვაობა სწრაფად იზრდებოდა და უკვე მეორე ტაიმის სტარტზე, როცა ესპანეთი 22 ქულას იგებდა, არგენტინას შეეძლო კაპიტულაცია გამოეცხადებინა.

და მაინც, არგენტინა ქებას იმსახურებს, რადგან ხელები არ ჩამოუშვა. რაღაც მომენტში გაბრიელ დეკმა და ნიკოლა ლაპროვიტოლამ იპოვეს ძალები საკუთარ თავში და საქმეს სერიოზულად მიხედეს. როცა მეოთხე მეოთხედმა ეკვატორს მიაღწია, დადგა ემოციური მომენტი. არგენტინის პრესინგმა შედეგი გამოიღო და სხვაობა 12 ქულამდე დავიდა. ამას მომენტალურად სერჯო სკარიოლოს ტაიმაუტი მოჰყვა.

ესპანელები მალე მოვიდნენ გონს და სულ რაღაც წუთნახევარში მათი უპირატესობა 21 ქულამდე ავიდა. არგენტინამ არ დაიმსახურა განადგურება, რადგან ფინალური მატჩი, ცოტა ხნით მაინც, საინტერესოდ აქცია. ესპანეთმა კი დამსახურებულად მოიპოვა ოქროს მედალი და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გაისად, ტოკიოს ოლიმპიადაზე აშშ-ის მთავარი კონკურენტი სწორედ ეს გუნდი იქნება.

მატჩის შემდეგ, ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ გამოცხადდა რიკი რუბიო, სიმბოლურ ნაკრებში კი მოხვდნენ: რუბიო, ევან ფურნიე (საფრანგეთი), ბოგდან ბოგდანოვიჩი (სერბეთი), ლუის სკოლა (არგენტინა), მარკ გასოლი (ესპანეთი).

1/2 ფინალი

ესპანეთი-ავსტრალია 95:88 (2ო)
22:21, 10:16, 19:18, 20:16, 9:9, 15:8
ე: მ. გასოლი (33), რუბიო (19+7 მოხსნა+12 პასი), კლავერი (9), ხ. ერნანგომესი (8), რუდი ფერნანდესი (2) – სტარტი; იული (17+6 პასი), რიბასი (7), ორიოლა (0), ვ. ერნანგომესი (0).
ა: მილსი (34), დელავედოვა (6+9 პასი), ბეინსი (6), ინგლსი (4+10 მოხსნა+7 პასი), ლენდეილი (3) – სტარტი; კეი (16+11 მოხსნა), ბოგუტი (12+9 მოხსნა), გულდინგი (5), კრიკი (2).

არგენტინა-საფრანგეთი 80:66
21:18, 18:14, 21:16, 20:18
ა: სკოლა (28+13 მოხსნა), კამპაცო (12+7 მოხსნა+6 პასი), დელია (6), ბრუსინო (2), გარინო (0) – სტარტი; დეკი (13), ვილდოსა (10), ლაპროვიტოლა (7), გალიცი (2), ფიელერუპი (0), კაფარო (0).
ს: ნტილიკინა (16), ფურნიე (16), მბაიე (4), ბატუმი (3), გობერი (3+11 მოხსნა) – სტარტი; დე კოლო (11), ლაბიერი (8), ალბისი (3), ლესორი (2), ტუპანი (0), ლაკომბი (0), პუარიე (0).

მე-7 ადგილისთვის
აშშ-პოლონეთი 87:74
28:14, 19:16, 16:25, 24:19
ა: მიტჩელი (16+10 პასი), ჰარისი (14), უაიტი (12+7 პასი), ბარნსი (10), ტერნერი (7+8 მოხსნა+4 დაფარება) – სტარტი; მიდლტონი (13+6 პასი), ბრაუნი (8), პლამლი (4), ლოპესი (3).
პ: პონიტკა (18+7 მოხსნა), ვაჩინსკი (17), სლოტერი (15), ჰრიცანიუკი (4), სელი (0) – სტარტი; კულიგი (9), სოკოლოვსკი (7), ბალცეროვსკი (2), ოლეინიჩაკი (2), ლონჩინსკი (0), კოშარეკი (0), გრუშეცკი (0).

მე-5 ადგილისთვის
სერბეთი-ჩეხეთი 90:81
20:20, 21:30, 28:12, 21:19
ს: ბოგდანოვიჩი (31), მილუტინოვი (14+7 მოხსნა), იოვიჩი (12+7 მოხსნა+6 პასი), იოკიჩი (7+14 მოხსნა+7 პასი), ლუჩიჩი (5) – სტარტი; რადულიცა (7), სიმონოვიჩი (4), გუდურიჩი (3), ბიელიცა (3), მარიანოვიჩი (3), ბირჩევიჩი (1), მიციჩი (0).
ჩ: სატორანსკი (13+6 პასი), ბალვინი (12+10 მოხსნა), ჰრუბანი (9), ბოჰაჩიკი (6), კრშიჟი (2) – სტარტი; აუდა (16), პეტერკა (14), პუმპრლა (4), პალიზა (3), შირინა (2), ვიორალი (0).

მე-3 ადგილისთვის
საფრანგეთი-ავსტრალია 67:59
11:16, 10:14, 21:16, 25:13
ს: ფურნიე (16), ბატუმი (9+6 პასი), ნტილიკინა (2), გობერი (2), მბაიე (0) – სტარტი; დე კოლო (19), ალბისი (9), პუარიე (8+7 მოხსნა), ლაბიერი (2), ტუპანი (0).
ა: ინგლსი (17), მილსი (15), კეი (9), ბოგუტი (5), დელავედოვა (4) – სტარტი; ბეინსი (5), ლენდეილი (4), გულდინგი (0), კრიკი (0).

ფინალი
არგენტინა-ესპანეთი 75:95
14:23, 17:20, 16:23, 28:29
ა: კამპაცო (11+8 პასი), ბრუსინო (8), სკოლა (8+8 მოხსნა), დელია (2), გარინო (0) – სტარტი; დეკი (24), ლაპროვიტოლა (17), რედივო (3), ვილდოსა (2), ფიელერუპი (0), გალიცი (0), კაფარო (0).
ე: რუბიო (20+7 მოხსნა), მ. გასოლი (14+7 მოხსნა+7 პასი), რუდი ფერნანდესი (11+10 მოხსნა), ხ. ერნანგომესი (11), ორიოლა (6+7 მოხსნა) – სტარტი; იული (15), ვ. ერნანგომესი (11), რიბასი (5), კლავერი (2), კოლომი (0), რაბასედა (0), ბეირანი (0).

ყველა ფინალი

1950 არგენტინა-აშშ 64:50
1954 აშშ-ბრაზილია 62:41
1959 ბრაზილია-აშშ 81:67
1963 ბრაზილია-იუგოსლავია 90:71
1967 სსრკ-იუგოსლავია 71:59
1970 იუგოსლავია-ბრაზილია 80:55
1974 სსრკ-იუგოსლავია 82:79
1978 იუგოსლავია-სსრკ 82:81 (ო)
1982 სსრკ-აშშ 95:94
1986 აშშ-სსრკ 87:85
1990 იუგოსლავია-სსრკ 92:75
1994 აშშ-რუსეთი 137:91
1998 იუგოსლავია-რუსეთი 64:62
2002 იუგოსლავია-არგენტინა 84:77 (ო)
2006 ესპანეთი-საბერძნეთი 70:47
2010 აშშ-თურქეთი 81:64
2014 აშშ-სერბეთი 129:92
2019 ესპანეთი-არგენტინა 95:75

ყველა MVP

1950 ოსკარ ფურლონგი (არგენტინა)
1954 კირბი მინტერი (აშშ)
1959 ამაური პასოსი (ბრაზილია)
1963 ვლამირ მარკესი (ბრაზილია)
1967 ივო დანეუ (იუგოსლავია)
1970 სერგეი ბელოვი (სსრკ)
1974 დრაგან კიჩანოვიჩი (იუგოსლავია)
1978 დრაჟენ დალიპაგიჩი (იუგოსლავია)
1982 როლანდო ფრეზერი (პანამა)
1986 დრაჟენ პეტროვიჩი (იუგოსლავია)
1990 ტონი კუკოჩი (იუგოსლავია)
1994 შაკილ ო’ნილი (აშშ)
1998 დეიან ბოდიროგა (სერბეთი)
2002 დირკ ნოვიცკი (გერმანია)
2006 პაუ გასოლი (ესპანეთი)
2010 კევინ დურანტი (აშშ)
2014 კაირი ირვინგი (აშშ)
2019 რიკი რუბიო (ესპანეთი)
საუკეთესო ბომბარდირები
1950 ალვარო სალვადორესი (ესპანეთი) 13.3
1954 ოსკარ მოლია (ურუგვაი) 18.7
1959 ჯეიმს ჩენი (ტაივანი) 20.1
1963 რიკარდო დუარტე (პერუ) 23.1
1967 მიჩისლავ ლოპატკა (პოლონეთი) 19.7
1970 დონ-პა შინი (კორეა) 32.6
1974 არტურო გერერო (მექსიკა) 27.0
1978 კამილ ბრაბენეცი (ჩეხოსლოვაკით) 26.9
1982 როლანდო ფრეზერი (პანამა) 24.4
1986 ნიკოს გალისი (საბერძნეთი) 33.7
1990 ოსკარ შმიდტი (ბრაზილია) 34.6
1994 ენდრიუ გეიზი (ავსტრალია) 23.9
1998 ალბერტო ერეროსი (ესპანეთი) 17.9
2002 დირკ ნოვიცკი (გერმანია) 24.0
2006 იაო მინი (ჩინეთი) 25.3
2010 ლუის სკოლა (არგენტინა) 27.1
2014 ჯეი-ჯეი ბარეა (პუერტო რიკო) 22.0
2019 რიკარდო რატლიფი (კორეა) 23.0
ჩემპიონი მწვრთნელები
1950 ხორხე კანავესი (არგენტინა)
1954 უორენ უომბლი (აშშ)
1959 ტოგო რენან სოარეში (ბრაზილია)
1963 ტოგო რენან სოარეში (ბრაზილია)
1967 ალექსანდრ გომელსკი (სსრკ)
1970 რანკო ჟერავიცა (იუგოსლავია)
1974 ვლადიმირ კონდრაშინი (სსრკ)
1978 ალექსანდარ ნიკოლიჩი (იუგოსლავია)
1982 ალექსანდრ გომელსკი (სსრკ)
1986 ლუტე ოლსონი (აშშ)
1990 დუშან ივკოვიჩი (იუგოსლავია)
1994 დონ ნელსონი (აშშ)
1998 ჟელკო ობრადოვიჩი (იუგოსლავია)
2002 სვეტისლავ პეშიჩი (იუგოსლავია)
2006 პეპუ ერნანდესი (ესპანეთი)
2010 მაიკ კრჟიჟევსკი (აშშ)
2014 მაიკ კრჟიჟევსკი (აშშ)
2019 სერჯო სკარიოლო (ესპანეთი)
მედლების ცხრილი

ო ვ ბ სულ

1. აშშ 5 3 4 12
2. იუგოსლავია 5 3 2 10
3. სსრკ 3 3 2 8
4. ბრაზილია 2 2 2 6
5. ესპანეთი 2 0 0 2
6. არგენტინა 1 2 0 3
7. რუსეთი 0 2 0 2
8. საბერძნეთი 0 1 0 1
8. სერბეთი 0 1 0 1
8. თურქეთი 0 1 0 1
11. ჩილე 0 0 2 2
11. საფრანგეთი 0 0 2 2
13. ხორვატია 0 0 1 1
13. გერმანია 0 0 1 1
13. ლიეტუვა 0 0 1 1
13. ფილიპინები 0 0 1 1

წყარო: lelo.ge

SHARE