ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ტურნირს ნაცნობი, თუმცა რთული მეტოქით იწყებს

760
ქართველი ჩოგბურთელი, მსოფლიოს 28-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ხვალ, 11 თებერვლიდან როტერდამის შეჯიბრზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს და მისი მეტოქე მსოფლიოს მე-15 ჩოგანი, რუსი ანდრეი რუბლიოვი იქნება.

 

ნიკოლოზი 22 წლის რუბლიოვს კარიერაში 3-ჯერ შეხვდა და მისი დამარცხება ორჯერ მოახერხა. აღსანიშნავია, რომ სამივე შეხვედრა ჩოგბურთელებმა 2019 წელს გამართეს.

 

პირველ მატჩში დოჰას ტურნირზე ბასილაშვილმა რუსი მეტოქე ორ სეტში დაამარცხა – 6:3, 6:54, მეორე მატჩი კი ნიკოლოზისთვის გამორჩეული იყო. ქართველმა ჩოგბურთელმა ჰამბურგის 3-სეტიან ფინალში (7:5, 4:6, 6:3) სძლია რუბლიოვს და კარიერაში ATP-ის მესამე ტიტული მოიგო.

ცინცინატის მასტერსზე გამართულ ბოლო მატჩში რუსმა ბასილაშვილს 3 სეტში აჯობა – 6:7, 6:4, 6:2.

 

ნიკოლოზისა და რუბლიოვის მატჩი თბილისის დროით 14:00 საათზეა ჩანიშნული. რუბლიოვის დამარცხების შემთხვევაში ქართველი ჩოგბურთელი ბარერესა და ბუბლიკს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

 

აღნიშნული ტურნირისა და მასში ნიკოლოზის გამოსვლის შესახებ ქვევით მოცემულ სტატიაში შეგიძლიათ იხილოთ.
წყარო: sportall.ge
SHARE