ორი პრიზი ქართველ მეკარეს!

91

გიორგი ლორია კვიპროსში დააჯოლდოვეს – საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტის “ანორთოსისის” კარის დარაჯმა თავის ამპლუაში საუკეთესოობისთვის დაწესებული ორი პრიზი მიიღო.

კვიპროსის ფეხბურთელთა პროფკავშირმა გამოკითხვა ჩაატარა და საუკეთესო “სეივი” გამოავლინა. ამავე დროს, დაწესდა პრიზი მეკარისთვის, რომელიც კარს “მშრალად” ყველაზე მეტხანს შეინახავდა და ორივე ეს პრიზი ლორიას საკუთრება გახდა. საქართველოს ნაკრების მეკარეს ჯილდოები კაკოპეტრიაში გადასცეს, სადაც თემურ ქეცბაია ფამაგუსტის “ანორთოსისს” ახალი სეზონისთვის ამზადებს.

33 წლის ლორიამ ქართველმა მეკარემ ჯილდო აელ-თან შესრულებული სეივისთვის მიიღო, რაც კვიპროსის მოთამაშეთა პროფკავშირებმა სეზონის ნახტომად აღიარა. ამავე დროს, ლორიამ სეზონში ჩატარებულ 18 შეხვედრაში კარი უგოლოდ 11-ჯერ შეინახა –  უკეთესი მაჩვენებელი არავსი ჰქონია იმის მიუხედავადაც, რომ ბევრმა სეზონში ყველა 23 მატჩი ჩაატარა.

SHARE