(ვიდეო) ოქროს მედალი და არასრულად აჟღერებული საქართველოს ჰიმნი რომში

89

რომში ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე, მძიმე წონაში ევროპის ჩემპიონის ტიტული ქართველმა გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა.

მან, ფინალში შანსი არ დაუტოვა პოლონელ ბარანს. გენოს მის დასამარცხებლად სამი წუთიც არ დასჭირდა – 11:0 და პეტრიაშვილი ევროპის ორგზის ჩემპიონია!

დაჯილდოების ცერემონიალზე ტურნირის ორგანიზატორებმა საქართველოს ჰიმნი ბოლომდე არ დაუკრეს.

წყარო: lelo.ge

SHARE