პაოლო მალდინს შევჩვენკო „მილანის“ მწვრთნელად სურს

51
Calciomercato-ს ცნობით, “მილანის” ხელმძღვანელობა აქტიურად ეძებს მთავარი მწვრთნელის სტეფანო პიოლის შემცვლელს. გუნდის ტექნიკური დირექტორი ლეგენდარული პაოლო მალდინი ანდრეი შევჩენკოს კანდიდატურას მხარს უჭერს.

 

ახალმა წვრთნელმა გუნდი 2020/21-სეზონისთვის უნდა გადაიბაროს. იტალიურ მედიაში ადრე იწერებოდა, რომ შევჩენკო თანახმაა “მილანს” უხელმძღვანელოს, თუკი უკრაინის ეროვნული ნაკრების მწვრთნელობას შეუთავსებს.

 

მიმდინარე სეზონში “მილანი” Seria A-ს ცხრილში მე-10 ადგილს იკავებს და 22 ქულით ჩამორჩება ლიდერ “ინტერსა” და ტურინის “იუვენტუსს.”
წყარო: sportall.ge
SHARE