პროტესტმა შედეგი გამოიღო: ჩვენი გულწრფელი ბოდიში ჩვენს ქართველ მეგობრებს… ფაქტს საერთაშორისო პრესა აქტიურად აშუქებს

90

საქართველოსა და ურუგვაის ნაკრებების მატჩზე დაშვებული ლაფსუსის გამო მსოფლიოს რაგბის პრესსამსახურმა საქართველოს ნაკრებს ოფიციალურად მოუხადა ბოდიში.

“ჩვენი გულწრფელი ბოდიში ჩვენს ქართველ მეგობრებს იმ უსიამოვნების გამო, რომელიც მათ მივაყენეთ. ეს საკითხი საორგანიზაციო კომიტეტთან უკვე გავიარეთ და მსგავსი აღარ გამეორდება”. – ნათქვამია კომუნიკეში.

შეგასენებთ, რომ ურუგვაისთან შეხვედრაში “ბორჯღალოსნების” გატანილ ლელოებზე ეთნიკური ქართველის, თუმცა რუსეთში მოღვაწე და რუსულენოვანი მომღერლის, ვალერი მელაძის მუსიკას უკრავდნენ.

ეს ფაქტი მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა ბრეგვაძემ და მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გააპროტესტეს. ამ ამბავს საერთაშორისო პრესა აქტიურად აშუქებს. მათ შორის CNN-იც, რომელიც წერილს ასე ამთავრებს:

“ეს არ არის პირველი სპორტული ღონისძიება, სადაც ორგანიზატორებს მსგავსი შეცდომები მოსდით. მაგალითად, სულ ახლახან ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ალბანეთის ნაკრებს ანდორის ჰიმნი ჩაურთეს. 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ლონდონში, მაშინ როცა ჩრდილოეთ კორეას ფეხბურთის გუნდს უნდა ეთამაშა, სამხრეთ კორეას დროშა აღმართეს. გუნდმა მოედანი დატოვა და თამაში არ განაახლა სანამ შეცდომა არ გამოასწორეს.”

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების შემთხვევაში ეს პირველად არ მომხდარა. მსოფლიოს თასის წინ გასახურებელ მატჩში, სტუმრად ედინბურგში შოტლანდიელებმა საქართველოს ძველი ჰიმნი “დიდება” ჩართეს.

წყარო: lelo.ge

SHARE