(ვიდეო) რაღაც დაგვაკლდა – „უმცროსი ბორჯღალოსნები“ სამხრეთ აფრიკასთან მატჩს აფასებენ

69

“უმცროსი ბორჯღალოსნების” მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ სამხრეთაფრიკელ თანატოლებთან ამხანაგური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“თამაშს დადებითად ვაფასებ, რადგან ვეთამაშეთ სამხრეთ აფრიკის ნაკრებს, თუმცა როდესაც გამარჯვების რეალურ შანსს ხელიდან გაუშვებ, გულდასაწყვეტია. პირველი ნახევარი კარგი იყო, მეორე ტაიმში კი სტრატეგიული და ტექნიკური შეცდომები დავუშვით, განსაკუთრებით დარტყმა-ახურვაში, რის გამოც 20 წუთი ჩვენს ნახევარზე გავატარეთ, ასეთი დონის გუნდები კი, მსგავს შეცდომებს არ პატიობენ.
ბიჭები ბოლომდე დაიხარჯნენ, მაგრამ რაღაც დაგვაკლდა. მეორე მატჩამდე სულ სამი დღეა და კარდინალური ცვლილებები ვერ მოესწრება. ეს დღეები აღდგენა-დასვენებას
დაეთმობა, მხოლოდ ერთი ვარჯიში გვექნება და დარწმუნებული ვარ, 5 დეკემბერს უკეთესი თამაში იქნება”.

გუნდის კაპიტანი დემე თაფლაძე იმედოვნებს, რომ ნაკრები მატჩიდან მატჩამდე გაიზრდება და უკეთეს ხარისხს აჩვენებს:

“სამხრეთ აფრიკას ძალიან ძლიერი, სწრაფი ნაკრები ყავს. ჩვენ ამ გამოწვევას თამამად დავხვდით და კარგი თამაში ვანახეთ, მაგრამ გამარჯვებამდე ცოტა დაგვაკლდა. როდესაც ასეთი დონის გუნდს ასე კარგად ეთამაშები, ძალიან კარგია, მით უმეტეს, რომ მოსამზადებელ ეტაპზე ეს ჩვენი პირველი შეხვედრა იყო და მაქვს იმედი, რომ შემდეგში უფრო კარგ თამაშს ვაჩვენებთ”.

შედეგით არა, თუმცა ხარისხით, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, კმაყოფილი იყო იოანე იაშაღაშვილი:

“ყველამ ვიცით რა დონის გუნდია სამხრეთ აფრიკის ნაკრები და მათთან ასეთ თამაშს ჩვენგან არავინ ელოდა. ამ ფორმაციის ნაკრებისთვის ეს პირველი თამაში იყო და ამ დროს წნეხი ყოველთვის დიდია. პირველი ტაიმი მოვიგეთ, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ დავიჯერეთ რომ გამარჯვება შეიძლებოდა, მეტოქეს თამაშში ავყევით, ბურთი დავუთმეთ, ბევრი შეცდომები დავუშვით და ამის გამო დავისაჯეთ. მთლიანობაში კმაყოფილები ვართ, რადგან ბევრი კარგი რამ და ასევე შეცდომები დაგვანახა, რასაც შემდეგ თამაშებში გამოვასწორებთ და ვეცდებით გულშემატკივარი გავახაროთ”.

წყარო: sportall.ge

SHARE