რა გარანტიები მიიღო ახალი გუნდისგან თორნიკე შენგელიამ ნაკრებთან დაკავშირებით

107

ტელეკომპანია Palitra News-ის ყოველდღიურ გადაცემა “სპორტალში”, ლაშა დვალიშვილთან საუბრისას თორნიკე შენგელიას მამამ, კახამ მეტად საყურაღებო რამ თქვა: ცსკა თორნიკეს ნაკრებში ჩამოსვლაში ხელს არ შეუშლის.

ამ სიტყვებს განმარტება სჭირდება: ევროპის უმთავრესი საკლუბო შეჯიბრება ევროლიგაა, რომლის ხელმძღვანელობა კონფრონტაციაშია ფიბა-სთან. ევროლიგამ კალენდარი ისე შეადგილა, რომ სანაკრებო მატჩები საკლუბოს ემთხვევა. შესაბამისად, 2017 წლიდან ნოემფრისა და თებერვლის სანაკრებო ფანჯრებისას (ოთხი მატჩი) ნაკრებებს ევროლიგის კალათბუღთელები ვერ ეხმარებიან. ასე იყო საქართველოს შემთხვევაშიც. თუმცა როგორც ბატონმა კახამ აღნიშნა, ცსკა-სთან შეთანხმება მიღწეულია, რომლის მიხედვით, თორნიკე ნაკრების ყველა მატჩზე ჩამოვა.

წყარი: lelo.ge

SHARE