რეალის ახალგაზრდა ვარსკვლავი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

38

“რეალმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის IV ტურში თურქული გრანდი “გალათასარაი” გაანადგურა – 6:0. ამ მატჩში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, რომელთაგან ერთი უდავოდ გამოსარჩევია…

“სამეფო კლუბის” 18 წლის ვარსკვლავი როდრიგო ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი დუბლის ავტორი გახდა. თურქების კარში მან პირველი ორი გოლის გატანა 6 წუთი 4 წამი მოანდომა!

ამასთან, 18 წლისა და 301 დღის როდრიგო გახდა ყველაზე ახალგაზრდა ბრაზილიელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში გოლი გაიტანა. სულ “გალათასარაისთან” მისი მონაგარი ჰეთ-თრიკი და საგოლე პასია.

სხვათა შორის, “რეალისავე” ლეგენდის, რაულ გონსალეს ბლანკოს შემდეგ, როდრიგო გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგაში ჰეთ თრიკი შეასრულა.

18 წლისა და 114 დღის რაული ისტორიაში შევიდა 1995 წლის 18 ოქტომბერს “ფერენცვაროშის” კარში გატანილი 3 გოლით. როდრიგოზე კი ბოლოს იმას დავძენთ, რომ “რეალმა” ის ამ ზაფხულს 45 მილიონ ევროდ იყიდა ბრაზილიური “სანტოსისგან”.

წყარო: lelo.ge

SHARE