რომან ფიფია: ეს ჩვენი უპირველესი მიზანია!..

55

…საფინალო სასტვენის შემდეგ გახარებული იყო თბილისის “დინამოს” პრეზიდენტი რომან ფიფია, რომელიც დიდხანს ელოდა იმ დღეს, როცა ყველაზე ტიტულოვანი ქართულ კლუბი პირველ ადგილზე აღზევდებოდა. იყო იმედგაცრუებაც, იყო პესიმიზმიც, მაგრამ იმედს არ კარგავდა და საბოლოოდ, მოახერხა ისეთი გუნდის შეკრება, რომელმაც  ჩემპიონობა დაიბრუნა.

“დინამოს” მეპატრონეს, უპირველესად, სამომავლო გეგმებზე ვკითხეთ – 2020 წელს თბილისური გუნდი საქართველოს ჩემპიონთა ლიგაზე წარადგენს და აპირებს თუ არა გაძლიერებას?

ჩემპიონობის მოპოვება უზომოდ მახარებსჩვენ ეს ღირსეული თამაშით და ბრძოლით დავიმსახურეთახლა ჩვენ საქართველოს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარვადგენთ დარა თქმა უნდავაპირებთმომავალი სეზონისთვის გუნდი კიდევ უფრო გავაძლიეროთეს ჩვენი უპირველესი მიზანია“, – ამბობს რომან ფიფია.

ამ გამარჯვების სულისჩამდგმელი, თბილისურ კლუბში მწვრთნელის სტატუსით დაბრუნებული ჩისკო მუნიოსი ფეხბურთელებმა ჰაერში აბურთავეს. ესპანელი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ “დინამო” ევროთასებზე ღირსეულად ითამაშებს.

ძალიან რთული თამაში იყო. “ვიტ ჯორჯია” ბოლომდე იბრძოდაზოგადადმძიმე სეზონი გამოდგა და დიდი კონკურენციის პირობებში ღირსეულ მეტოქეებს ვაჯობეთმიხარიარომ ჩემპიონის ტიტული ოთხწლიანი პაუზის შემდეგ დავიბრუნეთ და გულშემატკივრები გავახარეთმადლობა ჩემს ფეხბურთელებსგულშემატკივრებსა და ხელმძღვანელებსრომლებიც წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებდნენიმედი მაქვსრომ შემადგენლობას არათუ შევინარჩუნებთარამედგავძლიერდებით და ჩემპიონთა ლიგაზე ღირსეულად ვითამაშებთ“.

ბოლო ტურში ეროვნული ლიგის ბომბარდირიც გაირკვა. პირველ ადგილზე 20 გოლით თბილისის “დინამოს” თავდამსხმელი ლევან კუტალია გავიდა. ბათუმის “დინამოს” ბრაზილიელი ლეგიონერი ჯოვინო ფლამარიონი მას ორი გოლით ჩამორჩა.

ძალიან რთული თამაში გამოვიდა. “ვიტ ჯორჯია” ლიგიდან გავარდნილი იყომაგრამ ადვილი თამაში არ გვქონიაეს წინასწარაც ვიცოდით და ყველაფერი გავაკეთეთრომ ხალხი გაგვეხარებინარაც შეეხება ბომბარდირობასეს გუნდის დამსახურებააგახარებული ვარრომ “დინამოს” ჩემპიონობაში ჩემი წვლილი შევიტანედღეს პირველი გოლის გატანა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა.  მიხარიარომ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და ჩემპიონები დამსახურებულად გავხდით“.

წყარო: lelo.ge

SHARE