სად და როგორ დასრულდება ევროტურნირები? უეფამ გადაწყვეტილება მიიღო!..

86

გადაწყვეტილი ამბავია, რომ ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ნაწილი, რომელშიც 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, ლისაბონში გაიმართება. ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება უეფას 17 ივნისის აღმასკომზე მოხდება. ასე იქნება მეოთხედფინალური ეტაპიდან. გაიმართება თითო მატჩი. მანამდე კი მერვედფინალია დასასრულებელი.

ფინალური მატჩი 23 აგვისტოსაა დანიშნული. სტამბოლი, რომელსაც მიმდინარე სეზონის დასკვნითი მატჩისთვის უნდა ემასპინძლა, ამ უფლებას 2021 წელს მიიღებს.

ანალოგიური ფორმულით დასრულდება ევროპალიგის გათამაშებაც. 8 გუნდისგან შემდგარ ფინალურ ეტაპს, რომელიც ასევე თითომატჩიანი პლეი ოფები იქნება, 4 გერმანული ქალაქი უმასპინძლებს – დუისბურგი, გელზენკირხენი, დიუსელდორფი და კიოლნი. მანამდე უნდა გაიმართეს “ინტერი”-“ხეტაფესა” და “რომა”-“სევილიას” მერვედფინალური მატჩები, თანაც ორივ რაუნდის.

17 ივნისსვე გახმოვანდება, რომ ევროპის სუპერთასის მატჩს ბუდაპეშტი უმასპინძლებს.

წყარო: lelo.ge

SHARE