საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა

59

დღეს, 17 სექტემბერს, ფიფამ სანაკრებო გუნდების რეიტინგი განაახლა და საქართველოს ნაკრებს მცირე, თუმცა მაინც პოზიტიური ცვლილებები შეეხო.

ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი აქამდე მსოფლიო რეიტინგში 91-ე ადგილს იკავებდა, ახლა კი 2 პოზიციით წინ წავიწიეთ და 89-ეზე ვართ.

საქართველოს ნაკრების მეტოქეებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი მაკედონიას აქვს, რომელიც აღნიშნულ სიაში 66-ე პოზიციას იკავებს. სომხეთი 101-ე ადგილზეა, მაკედონია კი – 108-ზე.

ამ ეტაპზე, საქართველოს ნაკრების “მთავარი” მეტოქე ბელარუსის ეროვნული გუნდი 2 პოზიციით გვისწრებს.

წყარო: sportall.ge
SHARE