საქართველო-ავსტრალია… წვიმამ და ავსტრალიამ თავისი გაიტანეს

107

საქართველოს ნაკრები 2019 წლის მსოფლიოს თასზე ბოლო მატჩში ავსტრალიას ხვდება. სამხრეთელებს თავი ქუდში აქვთ – მეოთხედფინალში არიან, ქართველები კი პრესტიჟისთვის იბრძვიან…

თუმცა ქუდი ყველას სჭირდება – შიზუოკას არენაზე თავსხმა წვიმაა… თუმცა თამაშამდე მზეც ანათებდა და ქომაგებიც ლამაზად პოზირებდნენ.

მატჩი ამ არენაზე იმართება:

პირველი ტაიმი მძიმე ბრძოლაში მიილია. ქართველები არაფერს უთმობდნენ ფავორიტ ავსტრალიელები, რომლებმაც ერთი ლელოს დადება მაინც მოახერხეს. ეს ვაითმა გააკეთა.

საქართველოს ნაკრებშიც ჰქონდა ლელოს გატანის შანსი, მაგრამ ცოტა დააკლდა. თუმცა, მალევე მოვახერხეთ ანგარიშში სხვაობის შემცირება – მათიაშვილმა ჯარიმა გამოიყენა.

მეორე ტაიმში მესამოცე წუთზე ავსტრალიამ მეორე ლელო გაჭრა და მოიპოვა უპირატესობა, რომელიც საბოლოოდ დაუძლეველი აღმოჩნდა საქართველოსთვის, 27:8 ავსტრალიის სასარგებლოდ.

წყარო: lelo.ge

SHARE