საქართველო 8 ერში! პირველი მატჩი ინგლისთან…

104

The telegraph სასიამოვნო ინფორმაციას აქვეყნებს – გადაწყვეტილი ამბავია, რომ 8 ერის გათამაშებაში იაპონიის ნაკრებს საქართველოს ეროვნული გუნდი ჩაანაცვლებს. ოფიციალური განცხადება ამის შესახებ უახლოეს კვირებში გაკეთდება. უკვე ცნობილია, რომ 14 ნოემბერს, “ბორჯღალოსნები” თვიქნემში ინგლსისი ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ. საერთო ჯამში, ეს ამ ნაკრებების მესამე შეხვედრა იქნება, ხოლო პირველი იქნება, რომელსაც ისინი მსოფლიო თასის მიღმა ჩაატარებენ. მსოფლიო თასის გათამაშებებში საქართველო და ინგლისი ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს 2003 და 2011 წლებში.

წყარო: live.ge

SHARE