„სტატისტიკა სრულად ვერ ასახავს ბითაძის კარგ თამაშს“ – წერს „Indianapolis Star“-ი

93
HOUSTON, TX - NOVEMBER 15: Goga Bitadze #88 of the Indiana Pacers dunks the ball against the Houston Rockets on November 15, 2019 at the Toyota Center in Houston, Texas. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this photograph, User is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. Mandatory Copyright Notice: Copyright 2019 NBAE (Photo by Cato Cataldo/NBAE via Getty Images)

„ინდიანა პეისერსმა“ NBA-ის რეგულარული სეზონი ერთ-ერთი ლიდერის, ვიქტორ ოლადიპოს გარეშე დაიწყო, თუმცა შარშანდელი შედეგი მაინც გაიმეორა – 8-6 ბალანსით. Indianapolis Star-მა სტატია მიუძღვნა იმის გამოკვლევას, თუ, როგორ შეძლო ულიდეროდ დარჩენილმა გუნდმა ამის მიღწევა.

ახლა „ინდიანას“ უქმეებამდე თამაშები არ აქვს და ჯერემი ლემბი, ტი ჯეი მაკონელი და, შესაძლოა, მალკომ ბროგდონიც უბრუნდება. გუნდი ზედიზედ 4 მატჩს ითამაშებს შინ: „ორლანდოს“, „მემფისის“, „იუტასა“ და „ატლანტას“ წინააღმდეგ. „ინდიანა“ უკეთ იცავს თავს და ხსნის ბურთებს საკუთარ ფარზე, ვიდრე გასულ სეზონში.

Indianapolis Star იმ კალათბურთელებს ახასიათებს, რომელთაც ნაკლებად ელოდნენ, რომ ამ სეზონში დიდ წვლილს შეიტანდნენ „პეისერსის“ წარმატებაში, თუმცა ისინი ამას ახერხებენ. მათ შორის 20 წლის ქართველი ახალწვეული გოგა ბითაძეა.

„ერთადერთი, რაც საჭიროა, მან უნდა გააგრძელოს „ვერტიკალურად“ თამაში და პეისერსის ფარი „ჩაიკეტება“. ახალწვეულის კარგ თამაშს შესაბამისად ვერ ასახავს სტატისტიკა.

ბითაძემ დროის მცირე მონაკვეთში ისწავლა ვერტიკალურად თამაშის წესები, ისე, რომ არ მიიღოს უაზრო ფოლები. მისი პასები ფარქვეშ აღფრთოვანებას იწვევს. მისმა მოქმედებამ მესამე მეოთხედში ბრუკლინის „გაქცევა“ ჩაშალა.

ბითაძის დაცვის სიმტკიცე მრავალმა მეტოქემ გამოცადა, მაგრამ ამან ვერ იმუშავა – „ჩვენ გვსურს, ჩვენმა მაღლებმა მოიგონ ფარი. ისინი ამას აკეთებენ. ისინი ჩვენს სქემებს ისე ასრულებენ, ჯარიმებსაც არ იღებენ“, – თქვა „ინდიანას“ მწვრთნელმა ნეიტ მაკმილანმა. გოგას ამ თამაშში 16 წუთში 3 ბლოკი ჰქონდა (ზოგიერთი წყარო მართლაც 3 ბლოკს უთვლის, ოფიციალური – 2-ს), მაილს ტერნერს 3 და დომანტას საბონისს – 2.

ეს „პეისერსი“ ბევრად სჯობს იმ გუნდს, რომელმაც სეზონი დაიწყო და გუნდს კიდევ უფრო მეტის მიღწევა შეუძლია“, – წერს გამოცემა.

წყარო: lelo.ge

SHARE