ტოჩინოშინმა მომავალ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა

58

2019 წლის რიგით მეოთხე სუმოს სუპერტურნირზე ნაგოია ბაშოზე ქართველი მებრძოლები საკმაოდ ცუდად ასპარეზობენ. თეიმურაზ ჯუღელი ჯურიოს მეორე ნომრადაა გამწესებული,

მას 5 შეხვედრიდან 4 წაგებული აქვს, რაც შეეხება ოძეკი ტოჩინოშინს ჩატარებული 5 ორთაბრძოლიდან მან ვერცერთ შეხვედრაში ვერ მოიპოვა გამარჯვება.

“ხვალ დილით საავადმყოფოში მივდივარ, იქ გადაწყდება ვიბრძოლებ თუ არა აბის წინააღმდეგ”, – განაცხადა ტოჩინოშინმა.

Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ მებრძოლებს.

წყარო: live.ge

SHARE