უეფამ მსაჯის შეცდომები აღიარა, „აიაქსი“ 12 მილიონ ევროს ითხოვს

140

თითქმის 4 თვის წინ გამართული მატჩი იტალიელმა ჯანლუკა როკიმ განსაჯა, რომელმაც ჰოლანიდურ გრანდს ერთ სათამაშო ეპიზოდში ერთბაშად ორი ფეხბურთელი, დელეი ბლინდი და ჟოელ ველტმანი გაუძევა. იმ დროისთვის „აიაქსი“ წინ იყო (4:2), თუმცა 9-კაციანი მეტოქის წინააღმდეგ „ჩელსიმ“ თამაშის გადარჩენა შეძლო – 4:4.

აღნიშნული მატჩის შედეგმა საბოლოოდ ჯგუფში შექმნილ სატურნირო ვითარებაზე პირდაპირი გავლენა იქონია და „აიაქსი“ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.

Telegraaf-ი წერს, რომ ესპანეთში გამართულ მსაჯთა შეკრებაზე უეფა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ „სტემფორდ ბრიჯზე“ როკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არასწორი იყო. შედეგად, „აიაქსი“ უეფასგან მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ვერგასვლით მიიღო და ეს თანხა 12 მილიონ ევროს შეადგენს.

„ამ გადაწყვეტილებებმა დიდი გავლენა მოახდინა შეხვედრაზე და საბოლოოდ ჯგუფში სატურნირო ცხრილზე“, – თქვა ამსტერდამელმა აღმასრულებელმა დირექტორმა ედვინ ვან დერ სარმა.

წყარო: worldsport.ge

SHARE