უკრაინის სოფლის გუნდი ევროპის ლიგაზე ითამაშებს

133

კიევის ოლქის სოფელ კოვალევსკის საფეხბურთო კლუბი „კოლოსი“ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „კოლოსმა“ უკრაინის პრემიერლიგის პლეი ოფში 1:0 მოუგო „მარიუპოლს“.

გუნდს 2019-20 წლების სეზონში ჰქონდა დებიუტი ქვეყნის მთავარ დივიზიონში და პირველივე ცდაზე ევრთასებზე მოხვდა. მატჩის შემდეგ, „მარიუპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა პოსტი დატოვა.

„კოლოსი“ 2012 წელს არის დაარსებული სოფელში, რომლის მოსახლეობა 1600 ადამიანს შეადგენს. ადგილობრივი სტადიონი 1850 მაყურებელს იტევს. საშინაო შეხვედრებს კლუბი კიევში ატარებს.

წყარო: 1tv.ge

SHARE