უცნაური ამბავი: კეისუკე ჰონდამ კამბოჯის ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა და “ვიტესის” ფეხბურთელი გახდა

42
მოსკოვის ცსკა-სა და “მილანის” ყოფილმა ნახევარმცველმა კეისუკე ჰონდამ კამბოჯის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და არნემის “ვიტესის” ფეხბურთელი გახდა.

 

33 წლის იაპონელმა ნიდერლანდურ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. იქამდე ჰონდა ავსტრალიურ “მელბურნ სიტიში” თამაშობდა.

 

ჰონდა უკვე თამაშობდა ნიდერლანდებში, 2008/09 წლების სეზონი “ვენლოში” გაატარა, სანამ ცსკა-ში გადავიდოდა. ცსკა-დან იაპონელმა “მილანს” მიაშურა, იქიდან კი, ყველასთვის მოულოდნელად, მექსიკაში, “პაჩუკაში” გააგრძელა კარიერა. ჰონდას ნაკრებში 98 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც 37 გოლი გაიტანა.
წყარო: sportall.ge
SHARE