ფოტო არქივიდან: დიეგო მარადონა „ნეაპოლის ღმერთი“

140

ფოტოს ავტორი: მარკ ლიჩი, 1987

როდესაც დიეგო მარადონა 1984 წელს ბარსელონადან ნაპოლიში გადავიდა, მის სანახავად სან პაოლოს სტადიონზე 70,000 კაცი მივიდა! ხალხს არ ჯეროდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, სათამაშოდ იტალიის განუვითარებელი პროვინციის წარუმატებელ კლუბში გადავიდა.

დიეგომ ნეაპოლიტანელებს უდიდესი საჩუქარი გაუკეთა, 1987 წელს სამხრეთელებს ისტორიაში პირველად სკუდეტო მოაგებინა და ჩრდილოელების ჰეგემონია დაამხო, თუმცა ‘ნეაპოლის ღმერთის’ მიერ გამოწვეული ეიფორია დიდხანს არ გაგრძელდა…

ეს ამბავი, 2019 წელს შესანიშნავად გადმოსცა თავის დოკუმენტურ ფილმში ასიფ კაპადიამ, რომელმაც აქამდე უცნობი 500 საათიანი ვიდეო მასალა დაამონტაჟა. კაპადიამ გვაჩვენა, რომ მაფიამ, კოკაინმა და არაღიარებული შვილის ამბავმა, ‘ღმერთი’ ისევ ადამიანად აქცია.

წყარო: popsport.ge

SHARE